სამეგობრო დამკვირვებლებად


ვინ და როგორ დააკვირდება არჩევნებს

23 მაისს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, თუმცა #37 ახალციხის საარჩევნო ოლქში არცერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა.  

18 მაისის მონაცემებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 არასამთავრობო ადგილობრივი და 14 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

ადგილობრივი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორცილებენ საერთო სამოქალაქო მოძრაობა - “მრავალეროვანი საქართველოდასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.

სამართლიანი არჩევნებისკოორდინატორი ახალციხეში ნინო ოქრომელიძეა. ამავდროულად, იგი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში იგი აღნიშნული ორგაიზაციიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა, 2009 წლის ნოემბრიდან კი ორგანიზაციამ ახალციხის კოორდინატორად აირჩია.

ამ ეტაპზესამართლიანი არჩევნებსახალციხეში 9 დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ძირითადად სპეცუბნებს დააკვირდებიან.

ჯერ-ჯერობით ახალციხეში 9 დამკვირვებელი გვყავს და შესაბამისად 9 უბანზე გავნაწილდებით. მთლიანად სამცხე-ჯავახეთს მაინც ვერ დავფარავთ”, - ამბობს ნინო ოქრომელიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე მათი წინასაარჩევნო მონიტორინგი უბნებზე სიების გადამოწმებითა და კომისიის წევრების მორიგეობის აღრიცხვით შემოიფარგლება.

მისი თქმით, დარღვევები არცერთ უბანზე არ ყოფილა, გარდა ერთი ფაქტისა: დავდივარ უბნებზე და ვამოწმებ არის თუ არა სიები გამოკრული და მორიგეობენ თუ არა კომისიის წევრები. დარღვევები ჯერ ჯერობით არცერთ უბანზე არ შემინიშნავს, თუ არ ჩავთვლი ერთ ფაქტს, როცა ერთ-ერთ უბანზე მივედი და იქ არავინ დამხვდა”.

ნინო ოქრომელიძის განმარტებით, დამკვირვებლები ძირითადად ნაცნობობით შეარჩიეს: დამკვირვებლებად არიან როგორც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობიდან, ასევე არიან მოხალისე მოქალაქეები. ძირითადად მაინც სამეგობროდან შევარჩიე ყველაზე აქტიურები”.

მას შემდეგ, რაც ჩვენი საუბარი დასრულდა, ნინო ოქრომელიძემ ორგანიზაციის რეგიონულ კოორდინატორს ერთ-ერთი საკითხის დასაზუსტებლად დაურეკა. აღმოჩნდა, რომ პრესსამსახურთან შეუთანხმებლად მას ინტერვიუს მიცემის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ კატეგორიულად მოითხოვა მისი კომენტარი არ გამოგვეყენებინა. ამ თხოვნით მან რამდენჯერმე რედაქციაშიც მოგვმართა და დაჟინებით მოითხოვა, ინფორმაციას თუ მაინც გამოვიყენებდით, არ დაგვეწერა დამკვირვებლების რაოდენობა. თუმცა, მოტივი, რატომ გვთხოვდა ამას, არ განუმარტავს.

ათი წელია, რაც საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველოსამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი გიორგი ანდღულაძეა.

მრავალეროვანი საქართველოწინასაარჩევნო მონიტორინგს ქვემო ქართლშიც ახორციელებს. ორივე რეგიონში ორგანიზაციას 320-მდე დამკვირებელი ჰყავს.

სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი ის რეგიონებია, სადაც ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს. 120-დან 140-მდე დამკვირვებელი გვეყოლება სამცხე-ჯავახეთში”, - ამბობს საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველოსაღმასრულებელი დირექტორი აგიტ მირზოევი.

მისივე თქმით, დამკვირვებლების 80 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებლები იქნებიან, თუმცა ორგანიზაცია დამკვირვებლებს თბილისიდანაც ჩამოიყვანს: წინა არჩევნებიდან გამომდინარე, კარგად ვიცით, რომელი რაიონები და საარჩევნო უბნებია რთული, ამიტომ ამ უბნებზე დამკვირვებლებს თბილისიდან ჩამოვიყვანთ”.

ორგანიზაცია ძირითადად იმ უბნებს დააკვირდება, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ უმცირესობები: ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა უმცირესობათა უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვის პროცესებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. უკვე გვაქვს უბნები შერჩეული და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიდგომით, სამცხე-ჯავახეთს 95 პროცენტით ვფარავთ”.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იმ დარღვევებზეც საუბრობს, რომელიც რეგიონში წინასაარჩევნოდ გამოიკვეთა:ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია. როდესაც ახალციხეშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანდიდატები წარადგინეს, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მკაცრად მოსთხოვეს, რომ გამოეყვანათ სტუდენტები, იმ საათებში, როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა”.

აგიტ მირზოევი იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ ახალციხეშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისპლაკატები სჭარბობს: ეს აშკარად თვალშისაცემია, პლაკატები შენობების შიგნიდანაა გაკრული. არის ასეთი მოსაზრება, რომ შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევენ ამის უფლებას. შეიძლება მაღაზიის მესაკუთრეებიც ერიდებიან, რომ მომავალში რაიმე პრობლემა არ შეექმნათ”.

აღნიშნულ ფაქტს ორგანიზაცია საოლქო საარჩევნო კომისიას გააცნობს: მათ ეს ფაქტი უნდა შეისწავლონ და მათთან ერთად უნდა შევიმუშავოთ გარკვეული ბერკეტები”.    

ორგანიზაციის აღმასულებელი დირექტორი კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს: ახალქალაქში არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტვისტების ინფორმაციით, ადგილობრივი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი აღნიშნული პარტიის წევრებზე ახორციელებდა ზეწოლას, რათა მათ მოეხსნათ კანდიდატურები”.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი