მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ნინოწმინდის საგანმანათლებლო
რესურსცენტრში გამოსაშვები გამოცების ჩაბარების მსურველთა 87 განაცხადი შევიდა. გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც 2010 წლის 30 დეკემბრამდე 18 წელი უსრულდება. გამოცდების შემდეგ მოსწავლეები ატესტატს
მიიღებენ, ისეთივეს, როგორსაც მეთორმეტეკლასდამთავრებულები. 87 საგამოცდო განაცხადიდან, 60 განაცხადი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდებისთვისაცაა განკუთვნილი. ანუ ეს 60 მოსწავლე, გამოსაშვები გამოცდების გარდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც ჩააბარებენ.
“გამოცდები ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდება. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი იქნება გამსვლელი ქულა. მოსწავლეები, რომლებიც გამოცდებს წარმატებით ვერ ჩააბარებენ, თავიანთ სკოლაში მე-12 კლასში გააგრძელებენ სწავლას”, - აღნიშნა ნინოწმინდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ანი მოსოიანმა.
მოსწავლეები მე-11 და მე-12 კლასების პროგრამას ჩააბარებენ. ჯამში, 7 + 1 გამოცდას. აქედან, შვიდი იქნება სავალდებულო, ხოლო ერთი არჩევითი საგანი.
მიზეზები, რომელთა გამოც 18 წელს მიღწეულ მოსწავლეებს სკოლაში კიდევ ერთი წლის გატარება არ უნდათ, სხვადასხვაა.
“ექსტერნის წესით გამოცდების ჩასაბარებლად განაცხადი იმიტომ შევიტანე, რომ ამის საშუალებას ასაკი მაძლევს. 18 წელი უკვე შემისრულდა. მე-12 კლასში სწავლა როგორღაც ზედმეტია, რადგან ვერ ვიტყვი, რომ მე-12 კლასის მასალა მე-11 კლასის პროგრამისგან მაინცდამაინც განსხვავდება. მინდა თბილისში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარო და იმედი მაქვს, ჩემი ცოდნა ამის საშუალებას მომცემს. თუ შემთხვევით, გამოცდებს ვერ ვერ ჩავაბარებ, იძულებული ვიქნები, სწავლა მე-12 კლასში გავაგრძელო”, - აღნიშნა ნინოწმინდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ კარინა ამბარიანმა.
ზოგი შიშობს, რომ პირადი ცხოვრების მოწესრიგებას ვერ მოასწრებს.
“მინდა სამედიცინოზე ვისწავლო. წარმოიდგინეთ, სკოლას 19 წლის ასაკში დავამთავრებ, შემდეგ კიდევ 8-9 წელი უნდა ვისწავლო, სწორედ ამიტომ არ მინდა სწავლის მე-12 კლასში გაგრძელება. 11 წელიწადია, წარჩინებით ვსწავლობ და გამოცდებში წარუმატებლობის შესაძლებლობა მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი. რაც შეეხება ქართულ ენას, სასაუბრო დონეზე თავისუფლად ვფლობ, ცოტა უარესად მაქვს საქმე გრამატიკაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის ანაზღაურებას და პირველი გამოცდის ჩაბარებას მოვახერხებ”, - გვითხრა ნინოწმინდის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ლალა ქობელიანმა.
ზოგს ფიქრობს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მართალია, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც
არ აქვთ, მაგრამ მოსწავლეების შეშფოთება საფუძველს მოკლებული მაინც არაა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები, სამის ნაცვლად, ათ გამოცდას ჩააბარებენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმ მდგომარეობასთან, რომელიც ამჟამად ქვეყნის განათლების სისტემაშია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები, სამის ნაცვლად, ათ გამოცდას ჩააბარებენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმ მდგომარეობასთან, რომელიც ამჟამად ქვეყნის განათლების სისტემაშია.
თუმცა ეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
მოსწავლეებს არ ეხებათ, რადგან ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებს სომხურ ენაზე ჩააბარებენ. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ამ წლიდან მუნიციპალიტეტის სკოლადამთავრებულებს
მშობლიურ ენაზე ერთი – ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარებით უმაღლეს სასწავლებლებში
მოხვედრის ლგოტური უფლება მიენიჭათ.
არარატ თთთიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი