- კონკრეტულად
რას იკვლევთ?
ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა შესახებ. ჩავატარეთ კვლევა, რამდენად გაიზარდა ბიუჯეტი წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, ვსწავლობთ პრესაში დაბეჭდილ მასალებსაც. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შესაბამისი დასკვნები გამოგვაქვს.
ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა შესახებ. ჩავატარეთ კვლევა, რამდენად გაიზარდა ბიუჯეტი წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, ვსწავლობთ პრესაში დაბეჭდილ მასალებსაც. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შესაბამისი დასკვნები გამოგვაქვს.
- არის თუ არა ცვლილება ახალქალაქის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასაარჩევნო პერიოდისთვის
და რა მდგომარეობაა ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენების
თვალსაზრისით?
ბიუჯეტებში ცვლილებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა, კონკრეტულად ახალქალაქში ამგვარ ფაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, წინასაარჩევნო კამპანიაში მას მმართველი პარტია იყენებს. ოფიციალურად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული
რესურსებით არ სარგებლობენ. რამდენიმე დღის წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ ადმინისტრაციულ
რესურსს არ გამოიყენებს.
ადმინისტრაციულ რესურსად ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებული რესურსი მიიჩნევა. თუ ადმინისტრაციულ რესურსს ერთი პარტია იყენებს, იგივე რესურსით სარგებლობა ყველა სხვა დანარჩენ პარტიასაც შეუძლია. ეს, მათ შორის, მასმედიასაც ეხება.
სხვა პარტიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს საკუთარი ოფისი, რომელსაც თავისი პარტიული ფინანსებით ინახავს. სხვა პარტიების ოფისების შესახებ კი არაფერია ცნობილი.
- როგორც
ვიცით, ზოგმა ოპოზიციონერმა კანდიდატურა
მოიხსნა. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?
როცა გავიგეთ, რომ ზეწოლის გამო ზოგმა კანდიდატურა მოიხსნა, მივმართეთ მათ, მაგრამ ოფიციალურ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. მათ არ შეუძლიათ განმარტონ, რატომ მოხსნეს კანდიდატურები. გაუგებარია, ეშინიათ თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რაიმე სხვა მიზეზით თქვეს. თუმცა ასეთი ფაქტი ნამდვილად არსებობს.
- რა დარღვევები გამო კვლევის მიმდინარეობისას?
რაც შეეხება დარღვევებს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი მმართველ პარტიას ღიად აქებდა და სრულიად საპირისპირო გამონათქვამებს იყენებდა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში. სამსახურში მას რომელიმე პარტიის აგიტაციის უფლება არ აქვს.
იყო შემთხვევაც, როდესაც საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს. ეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბიუჯეტი გამოვითხოვეთ და გაუგებარი მიზეზით უარი მივიღეთ, ამიტომ უარის მიზეზებთან დაკავშირებით პასუხის წერილობით გაცემა მოვითხოვეთ. მითხრეს, რომ უბრალოდ არ მომცემენ.
ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ დარღვევის შემდეგნაირ ფაქტებს: ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირდა, რომ გამგეობის ან საკრებულოს თანამშრომლები წინასაარჩევნო პერიოდში ანაზღაურებად შვებულებაში გადიან და პარტიის აგიტაციას ეწევიან. ანუ მათ იპოვეს საშუალება, რომლის მეშვეობითაც პარტიის აქტივისტებს ფულს გადაუხდიან. ასეთი დარღვევები სხვა მრავალ ქვეყანაშიც მომხდარა და ახლა ვარკვევთ, ხდება თუ არა ამგვარი ფაქტები საქართველოშიც.
- როგორ ისჯება დარღვევები?
დარღვევის ჩამდენთათვის ადმინისტრაციული სასჯელი არსებობს. თუ საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეგროვდება საჩივრები და ისინი დადასტურდება კიდეც, დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხი დადგება.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი