29 აპრილს ახალციხეში ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” რესურსცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საოლქო კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,პროექტის ,,დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის” ფარგლებში ,,სამართლიანი არჩევნები” ახორციელებს არჩევნებთან და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას საზოგადოებისათვის”, - გვითხრა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” რეგიონულმა კოორდინატორმა ნინო ბიბილეიშვილმა.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს ხუთ რეგიონში ტარდება. ორგანიზატორების თქმით, დისკუსია-შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ექნება და თვეში ერთხელ გაიმართება.
,,ახალციხეში შეხვედრა საკმაოდ მწვავე გამოვიდა. საუბარი უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ცვლილებებზე, მაგრამ სხვა კუთხით წარიმართა. გვაინტერესებდა, როგორი მდგომარეობაა რეგიონში და როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ, როგორც გავიგეთ, პარტიებს კამპანია ჯერ დაწყებული არ აქვთ”, - ამბობს ნინო ბიბილეიშვილი.
,,პროექტი ,,დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის” 2010 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება. მისი შედეგი უნდა იყოს
- საზოგადოების გაზრდილი ცნობიერება საარჩევნო საკითხებზე.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი