გასულ წელს ერევანში ქართული კულტურის სეზონი ჩატარდა. 3-5 მაისს კი სომხური კულტურის სეზონი უკვე თბილისში გაიმართა. სომხური კულტურის მოღვაწეებმა თბილისში საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.
სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე არტურ პოღოსიანი მიიჩნევს, რომ
საქართველოში 3-დან 5 მაისამდე გამართულმა კულტურის დღეებმა წარმატებით ჩაიარა.
სომხეთის დელეგაცია საქართველოში სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილის არტურ პოღოსიანის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა სომხეთის სახელმწიფო ახალგაზრდული ორკერსტრი, სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის საბალეტო ჯგუფი და არამ ხაჩატურიანის სახელობის კვარტეტი.
გაიმართა ზავენ სარქისიანის ფოტოგამოფენა სახელწოდებით “სომხეთის ძეგლები”, ასევე, მხატვარ დიზაინერის არევიკ პეტრიანის ნამუშევრების გამოფენაც. ახალგაზრდა მხატვარმა ქალბატონმა ნამუშევრები მისი ყველა კოლექციიდან წარმოადგინა.
საქართველოში სომხური კულტურის დღეების პროგრამაში შედიოდა თბილისის პეტროს ადამიანისა და გ. სუნდუკიანცის სახელობის თეატრისა და შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის წარმოდგენები.
ამ დღეებში ცნობილი კინომოღვაწის რუბენ მამულიანისა და მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანის ხსოვნის მემორიალური დაფები გაიხსნა.
“სომხეთის დღეების” ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად იქცა საქართველოს ეთნიკურად სომეხ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “კულტურული ხიდი”. გამოფენის გახსნას კულტურის მოღვაწეები, ხელოვნებათმცოდნეები და ქართველი მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
ღონისძიების მიწურულს ორივე ქვეყნის კულტურის მინისტრთა მოადგილეების არტურ პოღოსიანისა და დავით ქირიას ერთობლივი პრეს-კონფერენცია ჩატარდა.
სომხეთის დელეგაციამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში სომხური არქიტექტურული ძეგლების დაცვის საკითხიც დააყენა.
საქართველოში სომხური ეპარქიის წარმომადგენელმა არქიეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მსგავსი შეხვედრების შედეგიანობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.
“წლებია ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი შეხვედრა იმართება, თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა”, - აღნიშნა მან. (წწწ.ნეწს.ამ)
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ დავით ქირიამ განაცხდა, რომ 2009 წელს დანგრეული, სურბ გევორქ მუგნეცოცის სახელობის ეკლესიის აღდგენის საპროექტო სამუშაო, სამი კვირის შემდეგ დასრულდება. აღდგენითი სამუშაოების დაწყების შემდეგ კი რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ ისინი ყოველთვიურ მოხსენებებს გააკეთებენ. საქართველოს მთავრობამ შეხვედრის მონაწილეებს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის აღდგენის საპროექტო სამუშაოებისთვის სახსრების გამოყოფის დაპირებაც მისცა.
ამით სომხურ-ქართული კულტურული თანამშრომლობა არ დასრულებულა. სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის საბალეტო ჯგუფის მთავარი ბალეტმეისტერი რუდოლფ ხარატიანი ცნობილ ქართველ ბალეტმეისტერს ნინო ანანიაშვილს ერთობლივი წარმოდგენების დადგმაზე შეუთანხმდა. მხატვარმა არევიკ პეტროსიანმა კი თბილისში ინდივიდუალური გამოფენის მიწვევა მიიღო.
უახლოეს მომავალში სომხეთში ქართული პოეზიის დღეები გაიამართება. აქ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ოქროს ფონდი. 2012 წელს კი, სომხური წიგნის 500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში გამოფენები ჩატარდება.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი