ბრძოლა მეოთხე ადგილისათვის


ბორჯომის საფეხბურთო გუნდმა ,,ბორჯომიელიტ ლიგის პირველი წრე მეოთხე ადგილით დაასრულა. გუნდი მეორე წრის თამაშებზეც მეოთხე ადგილისთვის იბრძვის.

შეხვედრებში 1994-95 წლებში დაბადებული ვაჟები მონაწილეობენ.   

პირველ წრეზე მე-3-მე-4 ადგილები გავიყავით თბილისის საფეხბურთო გუნდ ,,ავაზასთან”. მეორე წრეზე ,,დინამოსმოვუგეთ გამსვლელი თამაში, ერთი ფრე ვითამაშეთ და ორი შეხვედრა წავაგეთ. ამჟამად მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით და მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით”, - ამბობს მწვრთნელი ჯუნგლე ქართველიშვილი.

ელიტ ლიგის თამაშებში 12 გუნდი მონაწილეობს, ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება, გაზაფხულზე და შემოდგომით.

ჩვენი მიზანია, ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე გავიდეთ და შევძლოთ პელეიოპში თამაში. მერე შეგვეძლება ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა, - ამბობს ქართველიშვილი.

ბორჯომის გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.გვიყიდეს ბუცები, ფორმები, ბურთები, კვების და გზის ხარჯებიც დაგვიფარეს”, - ამბობს მწვრთნელი და უკმაყოფილია იმის გამო, რომ უსახსრობით დიდების საფეხბურთო გუნდი დაიშალა, - “ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, სხვა ქალაქში მოუწევთ წასვლა. ბორჯომში კი დიდების ფეხბურთი მხოლოდ მოყვარულების დონეზე იქნება”.  

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი