გამოუყენებელი უფლება


ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, მაგრამ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მდივნად პარტიის ,,ჩვენ თვითონწევრები აირჩიეს.

2010 წელს ოპოზიციის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება განხორციელდა, საუბნო საარჩევნო კომისიის ოპოზიციური პარტიის წევრებს წელს პირველად შეეძლოთ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ოპოზიციური პარტიიდან აერჩიათ.
 
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნობაზე ბორჯომის ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადეს. მხოლოდ სამი კანდიდატი დაასახელა პარტიამ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსდაგიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლიაქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება”, დანარჩენი 24 საუბნო კომისიის მდივანი პარტია ,,ჩვენ თვითონისწევრები არიან.

,,ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებმა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადეს მდივნების დასახელებაზე”, - ამბობს  ¹36 ბორჯომის საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარე ლევან დევიძე.

მისივე განმარტებით, საუბნო კომისიის მდივანის მიერ ოქმში რაიმეს გადასწორება 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს: ,,თუ მდივანი მექანიკურ შეცდომას დაუშვებს, შეუძლია დაურთოს შესწორების ოქმი და მას არანაირი ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობები აკისრია. მის მოვალეობაში შედის საჯარო ინფორმაციის გაცემაც.

,,საარჩევნო უბანზე ყველაფრის აღრიცხვას მდივანი აწარმოებს. ამ უფლების მინიჭება იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური კონტროლი ექნებათ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე”, - განმარტავს ლევან დევიძე.

ქრისტიან-დემოკრატების ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მარინა ხეცაძის განმარტებით, მათი პარტიიდან უბნებზე რვა მდივნის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა ოლქის მასშტაბით მხოლოდ სამი მდივანი ეყოლებათ: “პარტიის ზოგმა წევრმა მდივნის თანამდებობაზე ჯარიმის გამო თქვა უარი”.

პოლიტიკურ პარტიას ,,ჩვენ თვითონბორჯომში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ჰყავს, არადა ბორჯომში ოცდაათი საარჩევნო უბანია და 24 მდივანი სწორედ პარტია ,,ჩვენ თვითონისწევრები არიან.

,,მე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ვარ და არა სამი პოლიტიკური გაერთიანების. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პარტიის ,,ჩვენ თვითონმდივნების დანიშვნა ცენტრალური ოფისიდან მოხდა,”- გვიხსნის მარინა ხეცაძე.

პოლიტიკური პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბესო ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია მისივე ინიციატივას მოუმზადებელი შეხვდა:
,,ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყავდათ იმდენი კომპეტენტური კომისიის წევრი, რომ უბნებზე მდივნების მოვალეობა შეესრულებინათ. ოპოზიციას გაუჭირდა საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრების დაკომპლექტებაც.

მისივე თქმით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის უბნები ისეთი ხალხისგანაა დაკომპლექტებული, რომ ხმების გაყალბება არ მოხდება.

პარტიისალიანსი საქართველოსთვისოფისში აცხადებენ, რომ მათ სურდათ, საარჩევნო უბნებზე თავჯდომარეებად და თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციური პარტიის წევრები აერჩიათ, თუმცა ეს არ მოხდა.

,,მდივნის თანამდებობაზე კომისიის წევრებმა თავად თქვეს უარი სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი მიზეზი ჯარიმა გახდა”, - განმარტავს ბორჯომის რესპუბლიკური პარტიის წევრი ვანო შალუტაშვილი.

მსგავსი მდგომარეობაა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც.
ოპოზიციურმა პარტიებმა საუბნო კომისიის მდივნებად კანდიდატები წარადგინეს, მაგრამ...

მდივნები წარვადგინეთ, მეორე უბანზე, ასევე მეექვსეზეც, მაგრამ არ აირჩიეს”, - გვითხრა ქრისტიან - დემოკრატიული პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზაზა ჩიტაძემ.

,,არცერთ უბანში მდივანი არ გვყავს. გვყავდა წარდგენილი, მაგრამ არ იქნა არჩეული”, - განაცხადა საარჩევნო ბლოკეროვნული საბჭოსწარმომადგენელმა ახალციხეში ოლეგ სანდროშვილმა.

ალიანსი საქართველოსთვისწარმომადგენელი ახალციხეში თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ როგორც საერთოდ ტარდება არჩევნები გაყალბების ფონზე, სწორედ ასევე მოხდა უბნებზეც წევრების დაკომპლექტება.

,,ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრს შეეკითხნენ და არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო კომისიის წევრად. ვისი დაკომპლექტებულია ეს კომისიის წევრები, ცხადია. ჩვენ არ გყავს უბნებზე მდივნები, არავის არ აწყობს, ოპოზიცია მდივნად”, - განაცხადა თამარ გოგოლაძემ.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი