20 მაისს ბორჯომში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ,,თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” ლიდერი გია თორთლაძე ამომრჩევლებს შეხვდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მოსახლეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
თორთლაძემ ქალაქში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ბორჯომელებს არჩევის შემთხვევაში მათ მოგვარებას დაპირდა: “არასდროს ვუვლით გვერდს თქვენ პრობლემებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ მათ მოსაგვარებლად, მუდამ თქვენი გულშემატკივარები ვიქნებით”.
პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ბორჯომში სოფლებამდე მისასვლელი გზები უნდა გაკეთდეს: “ბაკურიანელებს უნდა მუგვარდეთ მიწების განაწილების პრობლემა. ამ უკანასკნელის გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი