პერევი, პოზიციების შეცვლა


საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსი სამხედრო მესაზღვრეების ნაცვლად უკვე ქართველები დგანან. რა გავლენა მოახდინა ამან რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და როგორია კონფლიქტის მხარეების რეაქცია.

18 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ამ ტერიტორიიდან რუსი სამხედრო ძალების გასვლა დაიწყო, სოფელი პერევი, 300 მოსახლითურთ, საქართველოს შსს-ის ქვედანაყოფების კონტროლქვეშ გადმოვიდა. ახლა სოფელში სიტუაციას ევროკავშირის მისია აკონტროლებს.

14 ოქტომბერს ჩატარდა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ჟენევის დისკუსიების მორიგი, მეცამეტე რაუნდი, რომლის დასრულების შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაახმოვანა რუსული მხარის გადაწყვეტილება სოფელ პერევიდან სასაზღვრო პუნქტის გაყვანის შესახებ. მან დაამატა, რომ სიტუაციის ნორმალიზებისკენ მიმართული ღონისძიებები თბილისმაც უნდა განახორციელოს
საქართველოც უნდა დაფიქრდეს, რაზე დაამყარებს თავის პოლიტიკას რეგიონში, თუმცა, ჯერჯერობით, პრაქტიკული ნაბიჯები, რომელსაც მოწონებით შეეგებებოდნენ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და რუსულ საზოგადოებრივ აზრში, თბილისის მხრიდან არ ხორციელდება”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ (იტარ-ტასი).
რუსეთის მხრიდანკეთილი ნების ამ ჟესტმასამხრეთ ოსეთის მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის თქმით, რუსული სამხედრო ძალების გაყვანის შედეგად სამხრეთ ოსეთის სოფელი ქარძმანი, გზის უქონლობის გამო, რესპუბლიკისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა: ჩვენ ვიცოდით, რომ ჟენევაში გაკეთდებოდა განცხადება რუსული სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ და ვცდილობდით, რამენაირად გავლენა მოგვეხდინა, რომ ეს ნაბიჯი სოფელ ქარძმანისა და სინაგურის მცხოვრებლებისთვის შემოვლითი გზის გაკეთების შემდეგ გადაედგათ. თუმცა ჟენევაში გამგზავრების წინა დღეს ჩემი წარმომადგენლები იქ იყვნენ და მომახსენეს, რომ გზა ჯერ მზად არ არის. შედეგად, ქარძმანის მცხოვრებლები მარტამდე ჩვენგან მოწყვეტილი იქნებიან და პირველადი საჭიროების ნივთებისთვის თბილისში ჩასვლა დასჭირდებათ, აბა, შიმშილით ხომ არ დაიხოცებიან”.


საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება, რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიავკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს, 25 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
 

ყოველი სოფლის დეოკუპაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და განსაკუთრებით ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის”, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება.


საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პერევიდან რუსული ჯარის გაყვანა რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგია. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოსდეოკუპაციისკენპირველი ნაბიჯი გადადგმულია.


ეს ნაბიჯი უნდა იყოს პროცესის ნაწილი და არა საბოლოო შედეგი. ამ ნაბიჯმა გვაჩვენა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიან და მკვეთრ პოზიციას დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია და იმედი გვაქვს, დიპლომატიური ზეწოლა გაგრძელდება”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.


GFI-ის ექსპერტის არჩილ გეგეშიძის თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს: პერევიდან რუსული ჯარის გაყვანა მნიშვნელოვანი ფაქტია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციის ხანგრძლივი უარყოფისა და მტკიცების შემდეგ, თითქოსდა ისსარკოზი-მედვედევისექვსპუნქტიანი ხელშეკრულების თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგა. თუმცა ეს ნაბიჯი უნდა განვიხილოთ როგორც მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალნაბიჯსშორის, რაც რუსეთმა ზემოთხსენებული ვალდებულებების სრული შესრულებისთვის უნდა გადადგას. ეს რუსეთმა გააკეთა დოვილის შეხვედრამდე, ევროკავშირი-რუსეთისა და ნატო-რუსეთის სამიტებამდე, ეუთო-სთან შეხვედრებამდე, სადაც საქართველოს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იქნება.


პერევიდან რუსული ჯარის გასვლას გამოეხმაურა ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი ზოგადი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი. სოფლის გათავისუფლებას მან დადებითი ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომმოუთმენლად ელის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სრულად შესრულებას”.

ახლახანს მოსკოვში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა რუსეთს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევს შორის მიღწეული შეთახმების შესრულებისკენ მოუწოდა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას 2008 წლის შემოდგომაზე მოეწერა ხელი და ის რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების თავთავიანთ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითვალისწინებდა. დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ეს შეთანხმება არ შეასრულა, რადგან მისი სამხედრო ბაზები და სამხედრო მოსამსახურეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არიან.


რუსეთი კი, რომელმაც ორი ახალი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, ამტკიცებს, რომ მედვედევისა და სარკოზის ხელშეკრულების პირობები სრულად შეასრულა, რუსული სამხედრო ძალები კი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ამ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი