ახალი საავადმყოფო – საფრთხეები და პერსპექტივები


ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალ საავადმყოფოს სადაზღვევო კომპანიაიმედი ელიაშენებს. რამდენად და მოსახლეობის რა კატეგორიისთვის შეიძლება გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება ადიგენში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ¹85 დადგენილების საფუძველზე, ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაცია სადაზღვევო კომპანიებისთვის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამას დაუკავშირდა. სადაზღვევო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რაიონების ახალი სტანდარტების საავადმყოფოებით უზრუნველოყოფაა.

ახალი გეგმა 26 .. სამედიცინო რაიონში განსაზღვრული სიმძლავრისა და თანამედროვე დონის საავადმყოფოების შექმნას ითვალისწინებს. კონკრეტულ სამედიცინო რაიონებში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 3 წლის განმავლობაში მოემსახუროს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ბენეფიციარებს. ამასთანავე, კომპანიამ იგივე რაიონები 2011 წლის 1 დეკემბრიდან ახალი სტანდარტების საავადმყოფოებით უნდა უზრუნველყოს.  
მიმდინარე წლის  20 აპრილს აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად კონკურსი ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ექვსი სადაზღვევო კომპანიიდან – “ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, “იმედი ელი”, “ალფა”, “აი-სი ჯგუფი”, “ირაოდაალდაგი” – “იმედი ელმაგაიმარჯვა
რეგიონში უმწეოებს და პედაგოგებს ჩვენ ვაზღვევთ. ამდენად, ადიგენში სტანდარტით გათვალისწინებულ 20-საწოლზე გათვლილ საავადმყოფოს ვაშენებთ”, - ამბობსიმედი ელისახალციხის ფილიალის დირექტორი კახაბერ ბერიძე.  
მისი თქმით, ახალ საავადმყოფოში ყველა საჭირო განყოფილება იქნება და თითოეული მათგანი თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება: ჩვენთან არა მხოლოდ დაზღვეულებს, არამედ ყველა პაციენტს კვალიფიციური სპეციალისტი მოემსახურება”.

ბერიძის განმარტებით, ახალ საავადმყოფოში ძირითადად ადგილობრივები, ანუ ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ექიმები დასაქმდებიან. ეს უკანასკნელი ფუნქციონირებას ჩვეულებრივ გააგრძელებს, მშენებარე საავადმყოფოთი მისი ჩანაცვლება არ იგეგმება: “რაიონული საავადმყოფოს სპეციალისტებს შევთავაზებთ და სურვილის შემთხვევაში ჩვენთან დავასაქმებთ. თუ კადრები საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ სხვა რაიონებიდან ან დედაქალაქიდან მოვიწვევთ”.

ამჟამად ადიგენში მოქმედ საავადმყოფოს 36 მედპერსონალი ემსახურება. მათ შორის ადგილობრივი მხოლოდ ათია.

ქირურგი, თერაპევტი, ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი და ანესთეზიოლოგი ახალციხიდან გვყავს მოწვეული. ექიმების დეფიციტია. მალე რაიონი ექიმების გარეშე დარჩება”, - ამბობს ადიგენის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი როინ კიკალიშვილი.

მუნიციპალიტეტს შესაძლოა არა, მაგრამ ადიგენის რაიონულ საავადმყოფოს მედპერსონალის გარეშე დარჩენა ნამდვილად ემუქრება.

ახალ საავადმყოფოში გადავალ, იქ უკეთესი პირობები და გარემონტებული ოთახები მაინც იქნება”, - ამბობს ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ექიმი ედუარდ მანუკიანი.

ეს ძველი შენობაა, გათბობა აქ არაა და კანალიზაცია. შესაბამისი აპარატურაც არაა, რომ დიაგნოზი სწორად დასვა. ახალი საავადმყოფო ადიგენისთვის დიდი საჩუქარია. აუცილებლად გადავალ, აქ ვინ დარჩება?” - კითხულობს ამავე საავადმყოფოს ექიმი საბირ ალიევი.

მისი თქმით, თბილისიდან ადიგენში სამუშაოდ არცერთი ექიმი არ წამოვა. ალიევს ეთანხმება როინ კიკალიშვილიც: ჩვენც გვქონდა ამის მცდელობა, მაგრამ 1500 ლარზე ნაკლები არცერთმა ექიმმა არ მოითხოვა. გააჩნია, ახალი სავადმყოფო მედპერსონალს რა ანაზღაურებას შესთავაზებს”.

კახაბერ ბერიძის თქმით, ექიმებს, ისევე როგორც ადიგენის რაიონულ საავადმყოფოში, ანაზღაურება ახალშიც  შესრულებული სამუშაოს მიხედვით ექნებათ: “იგივე იქნება მომსახურების ტარიფებიც”.

კიკალიშვილი ფიქრობს, რომ ახალი საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ,  პაციენტების მოზიდვის მიზნით შესაძლოაფასები დაწიოს”: უმრავლესობა რაიონში დაუსაქმებელია და არ აქვს თანხა, რომ დაეზღვიოს,  ყველა კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არაა. ამდენად ის ჰაერში დარჩენილი კონტიგენტი, რომელიც 60 წლის ქვევითაა, ჩვენთან იმკურნალებს”.

ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი და დამოკიდებულება რაიონში ახალი სამედიცინო დაწესებულების ამოქმედების მიმართ არაერთგვაროვანია.

მშენებლობაზე არც მუშად, არც ინჟინრად და არც პრარაბად ადგილობრივი არავინ დაასაქმეს. “იმედი ელშიდაზღვეული კი ვარ, მაგრამ ექიმები მომსახურებაზე ყოველთვის წუწუნებენ”, - ამბობს ნესტორ ხარშილაძე.


თუ კარგი აპარატურა ექნებათ და კვალიფიციური ექიმებიც ეყოლებათ, თბილისში წასვლას და იქ ფულის გადახდას, აქვე ვიმკურნალებ”, - აცხადებს დავით ტაბატაძე.

ანალიზების გაკეთების საშუალებაც კი არ გვაქვს. თუ მაღალი ფასები იქნება, მანდ ვერავინ მივა”, - ამბობს ალეკო ტაბატაძე.

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, ირკალი სასანიას განცხადებით,
იმის გამო, რომიმედი ელი პრაქტიკულად ერთადერთი მოთამაშე იქნება ადგილობრივ, ლოკალურ ბაზარზე, მას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ფასებზე მისი როგორც მატების, ისე დაკლების გზით. ეს უკანასკნელი კი, სასანიას ვარაუდით, ნაკლებად სავარაუდოა: თუ ერთადერთ სადაზღვევო კომპანიად (დამფინანსებლად) და საავადმყოფოდ (მიმწოდებლად) რაიონში წარმოდგენილიიმედი ელიიქნება, მოსახლეობას არჩევანის საშუალება აღარ ექნება”.

სასანიას თქმით, ასეთ შემთხვევაში კომპანია წარმოდგენილი იქნება, როგორც მონოპოლისტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სტიმული
აწარმოოს უფრო ნაკლები სერვისები, ვიდრე საჭიროა და გაყიდოს ეს სერვისები უფრო ძვირად, ვიდრე კონკურენტულ გარემოში გაიყიდებოდა.  აქედან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებელია საჭირო სერვისების მისაღებად რაიონიდან მოშორებით მოუწიოს სიარული. ანუ გაჩნდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდა ამ საკითხის რეგულირება:  მონოპოლისტურ გარემოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას კონკურენციის და აქედან გამომდინარე, ხარისხის გაუმჯობესების სტიმულის არარსებობა წარმოადგენს. რაც ხელს უწყობს უხარისხო მედიცინის და მთლიანობაში უხარისხო მომსახურების სისტემის ჩამოყალიბებას. არაკონკურენტული გარემო ცუდია თავად კომპანიისათვისაც, რადგან მას განვითარების მთავარი მასტიმულირებელი მექანიზმი არ ექნება”.  

რაც შეეხება მედპერსონალს, სასანიას განცხადებით, ის რომიმედი ელიარსებული რაიონული ჰოსპიტალიდან საუკეთესო კადრების შერჩევას ეცდება, ბუნებრივია: თუ სხვა დამფინანსებელი არ გამოჩნდა, რომელიც რატომღაც დააფინანსებს რაიონულ საავდმყოფოს, საფრთხე ერთია, არსებული ჰოსპიტალი დროთა განმავლობაში დაიხურება და გაქრება კონკურენციის ერთადერთი საშუალებაც”. 

რა რისკ ფაქტორებს გააჩენს მონოპოლიურ გარემოში ახალი სამედიცინო დაწესებულება, ეს მომავალი წლის პირველი დეკემბრიდან გაირკვევა. მანამდე კი მოსახლეობაც და ადიგენში დასაქმებული მედპერსონალიც  თანამედროვე სტანდატებით აღჭურვილი საავადმყოფოს ამოქმედებას მოთმინებით დაელოდება.

თამუნა უჩიძე, ადიგენი

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი