უცხოელი პედაგოგები სამცხე-ჯავახეთში

5 ნოემბერს, პროგრამის, ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოვიდნენ. ისინი მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ქართველ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო დემეტრაძის თქმით, მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან პროგრამაში ჩართვის სურვილი 12-მა სკოლამ გამოთქვა: ,,5 ნოემბერს ხუთი უცხოელი ჩამოვიდა, რომლების ქალაქ ვალის პირველ და მეორე, ახალციხის პირველ, მეორე და მესამე საჯარო სკოლებში იმუშავებენ. ამ დღეებში რამდენიმე პედაგოგს კიდევ ველოდებით, ეს პედაგოგთა პირველი ნაკადია, მეორე ნაკადი იანვარში ჩამოვა’’.
ხუთი უცხოელიდან ორი ვალეში, სამი კი ქალაქ ახალციხეში იცხოვრებს.
ეს ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოსულ ინგლისური ენის პედაგოგთა მეშვიდე ნაკადია და ისინი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. ინგლისურენოვანი პედაგოგები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს. პროექტი წლის ბოლომდე 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. პროექტოს დასრულების შემდეგ ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.
მომდევნო წლებში მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.




No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი