25-30 მარტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის ხელოვნების ¹19 სკოლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ფესტივალი ,,იპოვე შენი ვარსკვლავი”. ფესტივალში ბორჯომის სამუსიკო სკოლის 14-მა მონაწილემ გაიმარჯვა.
ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
“პატარა მუსიკოსებმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს, რადგან ილია მეორეს სურვილია, რომ კლასიკური მუსიკა უფრო პოპულარული გახდეს ახალგაზრდა თაობაში,” - ამბობს ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგი მარინა რატიანი.
ფესტივალის შესარჩევ ტურნირზე ლაურეატები და ვარსკვლავები გამოვლინდნენ. მარინა რატიანი ამბობს, რომ ბორჯომელი მოსწავლეებიდან გაცილებით ბევრი გახდა ფესტივალის ლაურეატი, ვიდრე სხვა ქალაქებიდან.
ბორჯომელი მოსწავლეებიდან წარმატებები მოიპოვეს: ანი ქურდაძემ, რატი დურგლიშვილმა, მარი მახარაძისა და ელენე სამსონიძის დუეტმა და ელენე აბრამაშვილის და ნინო ჯავახიძის დუეტმა. ისინი ფესტივალის ვარსკვლავები გახდნენ და 28 აპრილს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტზე დაკვრის უფლება მიიღეს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი