მაგისტრანტთა რეგისტრაცია დაიწყო


ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო რეგისტრაცია 2010 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის. რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

მაგისტრატურაში სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა უნივერსიტეტის სარეგისტრაციო სამსახურში შეუძლიათ. ისინი ავსებენ მაგისტრანტობის კანდიდატის განაცხადს და თავად ირჩევენ იმ საგამოცდო ცენტრს, სადაც გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიაში, ხონსა და გორში.

სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის უფროსი რეზო ზედგენიძე ამბობს, რომ უნარ-ჩვევების გამოცდას ეროვნული ცენტრი ჩაიბარებს, ხოლო შესაბამისი ფაკულტეტის სასპეციალიზაციო საგნებსახალციხის უნივერსიტეტი.  

2010-2011 სასწავლო წლისათვის, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ათ სამაგისტრო პროგრამაზე გამოცხადდა მიღება. სწავლის გადასახადი 2000 ლარია. გასულ წელთან შედარებით, მისაღები კონტიგენტი გაზრდილია და წელს ოთხივე ფაკულტეტზე 91- შეადგენს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული მაგისტრანტები, როგორც შარშან, წელსაც სახელმწიფოსაგან ასპროცენტიან გრანტს მიიღებენ.

,,ეს ფაკულტეტი სხვებთან შედარებით პრიორიტეტული რომ იყოს, ამიტომ არის მათთვის უფასო და მეტი დაინტერესებაც იქნება”, - ამბობს რეზო ზედგენიძე. 

მისივე თქმით, სტუდენტებს, რომლებსაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდა გავლილი აქვთ 2009 წელს, უფლება აქვთ, მიღებული ქულები სამი წლის განმავლობაში შეინახონ. ასეთ კანდიდატებს რეგისტრაციის ხელმეორედ გავლა არ მოეთხოვებათ. სპეციალობის გამოცდის ჩასაბარებლად მათ ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი უნდა წარადგინონ.   

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი