ემიგრანტები საარჩევნო სიებში

 ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უბნებზე გასატანად ამომრჩეველთა ერთიანი სია უკვე მიიღო. საარჩევნო სიებში ემიგრანტებიც არიან. 

თამუნა უჩიძე, ახალციხე

25-26 აპრილიდან ახალციხის ოლქის 38-ვე საარჩევნო უბანზე სიები გაიკვრება და ამომრჩევლებს მათი გადამოწმების საშულება ექნებათ.

ეს ცესკოს, საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური პარტიების გადამოწმებული სიებია”, - ამბობს ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი.

გადამოწმებულ სიებში კვლავ დიდ უზუსტობას ქმნიან ემიგრანტები.
თამარაშვილის #4-ში მცხოვრებლებიდან საზღვარგარეთ ცხრა პიროვნებაა გასული. შვიდი მათგანი ოჯახიდან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროსაა წასული: მაია ხმალაძე, ლია ჯანხოთელი, ნონა კაპერსკი, დავით ინასარიძე, ნუნუ ინასარიძე, თამარ ინასარიძე, დავით თხელიძე, მალხაზ ფეიქრიშვილი და ეკა ივანიძე.

დავით ინასარიძე საბერძნეთში სამი წლის წინ, ნუნუ ინასარიძე კი ექვსი წლის წინ წავიდა.

მათ სახელზე ბიულეტენი ყოველთვის მოგვდის. თამარმა საქართველო დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა, ბოლო არჩევნებზე მის სახელზე ბიულეტენი აღარ მიგვიღია”, - აცხადებს ნუნუ ინასარიძის შვილი ლევან ინასარიძე.  

თამარაშვილის #4-დან თამარ ინასარიძე ერთადერთი ემიგრანტია, რომელიც ერთიანი საარჩევნო სიიდან ამოღებულია. დანაჩენი რვა კი სიაში ჩვეულებრივი განმარტების - “უცხოეთშია” - გარეშე რჩება.

ორი წელია, დატოვა საქართველო თამარაშვილის #29-ში მცხოვრებმა კახაბერ ჩოხელმაც. მეზობლების განცხადებით, იგი საბერძნეთში იმყოფება. თუმცა ის, რომ კახაბერი უცხოეთშია, საარჩევნო სიაში მითითებული არაა.

ასპინძის #38-დან საზღვარგარეთ ოთხი პირია წასული: ნინო შემაზაშვილი, რეზო ნებაძე, თამარ ბარაბქაძე და რეზო თუმანიშვილი.
  
ამათგან, თამარ ბარბაქაძე სიაში საერთოდ არაა, დანარჩენების სახელი და გვარი მოცემულია, თუმცა ის, რომ უცხოეთში იმყოფებიან, არც მათ გრაფაშია აღნიშნული.

ახალციხის #¹37 ოლქში საარჩვენო სიები ორმა პოლიტიკურმა პარტიამრესპუბლიკელებმადაკონსერვატორებმაგადაამოწმეს. მათი განცხადებით, საარჩევნო სიებში ყველაზე მეტ უზუსტობას ქვეყნიდან სწორედ არალეგალურად გასული პირები ქმნიან.

ვინც ლეგალურადაა გასული, იმას საოლქო ავტომატურად ამოაგდებს. არალეგალურად გასულების შემთხვევაში კი, ფორმა, რომელსაც გადამოწმებისას ვავსებთ, ითვალისწინებს მეზობლების ან ოჯახის წევრების დადასტურებას, მაგრამ ამას არავინ ადასტურებს”, - აცხადებსკონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ლეილა ნარიმანიშვილის განცხადებით, არალეგალურად ქვეყნიდან გასულის სიიდან ამოღების უფლება არავის აქვს: ეს ადამიანები კანონდამრღვევები არიან. ვერანაირად ვერ გადაამოწმებ, ის არაკანონიერადაა გასული თუ არა. რა უფლება გაქვს, სიიდან ამოიღო?! იქნებ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ ბრუნდება და არჩევნების დღეს თავის ქვეყანაშია?!”

საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისიის 22 აპრილის ¹28/2010 დადგენილებით, საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელიც არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “იმყოფება უცხოეთში”, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩვეველს, რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “საკონსულო აღრიცხავზე”, არჩვენებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს მიმართავს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ.

ამდენად, კენჭისყრის დღეს ქვეყანაში დაბრუნებულ პირებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ”, - ამბობს ლეილა ნარიმანიშვილი.

საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანა 20 მაისამდეა შესაძლებელი. მანამდე კი საქართველოში მყოფ პირებს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება უბნებზე შეუძლიათ. ვინ როგორ გამოიყენებს ემიგრანტების ბიულეტენებს, ეს მხოლოდ არჩვენების შემდეგ გაირკვევა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი