22 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ბორჯომის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში შედგა, თუმცა მისული მოქალაქეების ნაწილმა წინასწარ არ იცოდა, რა შეხვედრა ეწყობოდა.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ლაშა თორდია და ბორჯომის მაჟურიტარი დეპუტატი გია ტალახაძე ბორჯომში მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ჩამოვიდნენ. ადგილობრივების ნაწილი კი ფიქრობდა, რომ სტუმრებს კანდიდატები უნდა წარედგინათ.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელში ვცხოვრობ, მითხრეს, რომ 3 საათზე შეხვედრაზე მოვსულიყავი და მეც მოვედი”, - გვითხრა შეკრებაზე მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი მინაშვილის განმარტებით, 22 აპრილს ისინი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არლში და უდეშიც იყვნენ: “ბევრი რამ გავაკეთეთ, ბევრი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, მაგრამ მათაც მოვაგვრებთ. მთავარი დასაქმება და სოფლის მეურნეობის განვითარებაა”.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მიიჩნევნ, რომ ბორჯომშ, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს.
“ბორჯომის მთავარი პრობლემა დასაქმებაა. აქ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ტურიზმი, რადგან ეს არის საშუალება სამუშაო ადგილების შესაქმნელად”, - გვითხრა აკაკი მინაშვილმა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი