“სათბური სამეურნეო ანგარიშზე იყო, ხდებოდა ხეების გამობელვა, მოსკოვიდან ჩამოგვქონდა მიხაკების ჩითილი, გვქონდა ყვავილების მაღაზიები და ვზრუნავდით ქალაქის გამწვანებაზე. 1992 წელს სათბურის ტერიტორია მოსახლეობამ დაიტაცა. ამ ფაქტს ხელი არ შეუშალა ვაჟა ბერიძემ, რომელიც იმ დროს ბორჯომის გამგებელი იყო”, - ამბობს შპს გამწვანების დირექტორი გოდერძი ღონღაძე.
მისივე განმარტებით, წლებია, ბორჯომში გამწვანების თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა. თუ რაიმე გაკეთდა, ისიც მალევე გაფუჭდა, ვინაიდან სპეციალისტების აზრი არავინ გაითვალისწინა: “ორი წლის წინ კოსტავას სახელობის ბ, ამ პროექტის განხორციელებაში 30 ათასი ლარი დაიხარჯა”.
გოდერძი ღონღაძე ამბობს, რომ არქიტექტურული თვალსაზრისით ბორჯომში გამწვანება არასწორია. არ შეიძლება, ქალაქის ცენტრში იყოს უშველებელი ნაძვის ხეები, რადგან ისინი ჩრდილავს და მალავს ფასადებს და მათი ტოტები მოსახლეობის აივნებში შედის: “40 წლის წინათ, როდესაც ნაძვის ხეები დარგეს, არ იფიქრეს იმაზე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. მრავალი წელია, აღარ ხდება ხეების გამობელვა, ხეებს შორის დაშორება 10 მეტრი უნდა იყოს, აქ კი ნახევარი მეტრია, ამიტომაცაა ბორჯომის პარკები გატყევებული. უმჯობესი იქნება, კურორტში ნაძვის ხეების ნაცვლად მარადმწვანე დეკორატიული ხეები იყოს. გამწვანების სამუშაოები ნოლიდანაა დასაწყები”.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვახტანგ მაისურაძის განმარტებით, ქალაქის გამწვანებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო.
“თანხა მიზერულია, ამით მთელი ქალაქის გამწვანებას ვერ შევძლებთ, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს იქნება საცდელი ვერსია, ვნახავთ როგორ მოუხდება ბორჯომს დეკორატიული მცენარეები”, - ამბობს გამგებელი და დასძენს, რომ გამწვანებას ადგილობრივებიც აფერხებენ, - გამწვანებულ გაზონებზე მოქალაქეები ფეხით დადიან. აქ არ არსებობს მცენარეების მოვლის კულტურა”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი