1 აპრილს ახალციხის საფეხბურთო გუნდმა “მესხეთი” თბილისის “ნორჩ დინამოს” უმასპინძლა. თამაში “მესხეთის” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე წრის მორიგი თამაში ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. თბილისის “ნორჩი დინამო” ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, “მესხეთი” კი მეთერთმეტეზე, თუმცა, ახალციხის გუნდმა მოწინააღმდეგის კარში სამი გოლის გატანა მოახერხა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.
“ბიჭებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი. გოლები ზურა სუდაძემ, დიმა ლეკიშვილმა და დათო ინასარიძემ გაიტანეს”, - ამბობს ახალციხის “მესხეთის” მთავარი მწრთვნელი პაატა გოგოლაძე.
წინა თამაში ახალციხის საფეხბურთო გუნდმა მარცხით დაასრულა. ჯგუფის ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისის “ტორპედომ” ახალციხის “მესხეთს” საკუთარ მოედანზე სამით ნოლი მოუგო.
“პირველი ტაიმი ნოლით ნოლი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც გვაჯობეს”, - ამბობს პაატა გოგოლაძე.
მეორე წრის მომდევნო, გასვლითი თამაში 8 აპრილს ლანჩხუთის “გურიასთანაა” დაგეგმილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი