ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას საჯარო სკოლის კომპიუტერულ კლასში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და კომპიუტერების გადარჩენაც მოხერხდა.
სკოლაში ცეცხლი მაშინ გაჩაღდა, როდესაც გაკვეთილები დამთავრებული იყო. არსებული ვერსიით, ცეცხლის ალი ღუმელიდან ხის იატაკზე, შემდეგ კი ჭერზე გადავიდა. 15 აპრილს, 17:20 საათზე მოსწავლეებმა სკოლის შენობიდან გამომავალი კვამლი შეამჩნიეს. სახანძრო სამსახურს ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს. ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, მოასწრეს კლასიდან კომპიუტერების გამოტანაც, მართალია ისინი დასველდა, მაგრამ, მაინც მუშაობს.
სოფელ დილისკას საშუალო სკოლა 1956 წელს ძველი, 1886 წელს აგებული სკოლის ადგილზე აშენდა. ამჟამად შენობა ცუდ მდგომარეობაშია.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი