ერთი კვირაა, ახალციხეში, ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსაპირკეთებელი ტერიტორიის ფართობი ერთი ჰექტარია. აღნიშნული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ნიუ ენერჯი” ასრულებს.
მისივე განმარტებით, ცენტრალური პარკის პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დიდიმამაიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებზეც. დიდიმამიშვილის ქუჩისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო თამარაშვილის ქუჩის კეთილმოწყობას 40 ათასი ლარი მოხმარდება.
ახალციხეში მცხოვრები რევაზ ტყემალაძე პარკის მშენებლობაზე მუშად მუშაობს: “ნიუ ენერჯიში” შევიტანე განცხადება და გამომიძახეს. სამუშაო რამდენიმე თვე გვექნება”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი