31 მარტს ახალციხეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე ესტუმრნენ. შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა და მას რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებიც ესწრებოდნენ. მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე 2010 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
სამშენებლო სეზონი იწყება
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ათი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება. თითქმის ათი მილიონი ლარი კვლავ გზებისა და წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისთვის გაიხარჯება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი