დროშ და გერბი ნინოწმინდაშიც შეიმუშავეს

ნინოწმინდის გამგეობაში მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი შეარჩიეს. სხდომას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე ესწრებოდა.

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
  
დროშა და გერბი, რომლებიც ნინოწმინდის სიმბოლო იქნება, ამიერიდან ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და საწარმოს შენობაში, ასევე, ნინოწმინდის შემოსასვლელსა და გასასვლელში გამოჩნდება.

გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი უნდა ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში, ნინოწმინდის დროშისა და გერბის შესარჩევად, ნინოწმინდელ სპეციალისტებთან ერთად, ვარიანტები წინასწარ განიხილეს.

ნინოწმინდის დელეგაციამ ნიმუშები ჰერალდიკის საბჭოში წარადგინა. ვარიანტების არჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც მუნიციპალიტეტის რელიეფს, ასევე ახლანდელი დასახელების წარმოშობას.  შერჩეული სიმბოლო ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ამ ყველაფერს როგორც სტრუქტურით, ისე შეფერილობით”, - ამბობს პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი მუქ წითელ და ოქროსფერ ფერებშია. მამუკა გონგაძე აღნიშნავს, რომ გერბის შერჩევისას ჯავახეთის ბუნების სპეციფიკა და მისი ისტორია იქნა გათვალისწინებული. გერბზე და დროშაზე გამოსახული ჯვარი და ვაზის მტევანი ქრისტიანობას აღნიშნავს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქრისტიანობა წმინდა ნინომ ამ მხარის გავლით შემოიტანა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი