ქართულ-სომხური თანამშრომლობა განათლების სფეროში

16-17 აპრილს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვია. მხარეებმა განათლების სფეროში ქართულ-სომხური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 
 
ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები, სომხეთის ბრიუსოვის სახელობის ლინგვისტიკის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის გახსნის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. 
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან შეხვედრისას მისი სომეხი კოლეგა არმენ აშოტიანი საქართველოს სომხურ სკოლებში სახელმძღვანელოების პრობლემასაც შეეხო. სომხეთის განათლების მინისტრმა ქართულ მხარეს შესთავაზა, რომ სახელმღვანელოების რედაქტირება სომხეთში მოხდეს და საქართველოში მხოლოდ ამის შემდეგ დაიბეჭდოს. სომხურმა მხარემ, ასევე, წამოაყენა წინადადება საქართველოს სომხური სკოლებისათვისსომხური ეკლესიის ისტორიისადასომხეთის ისტორიისსახელმძღვანელოების მიწოდების თაობაზე, რაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ვადამდელი დადებითი გამოხმაურება მიიღო. თუმცა ამ წინადადებას კონკრეტული რეაგირება არ მოჰყოლია და ჯერჯერობით ხელშეკრულებაც არ დადებულა. 
 
დიმიტრი შაშკინმა, თავის მხრივ, კოლეგას აცნობა, რომ უახლოეს მომავალში მოსამზადებელი კოლეჯების გახსნა იგეგმება, “რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, საზოგადოებაში ინტეგრირება და შესაბამისი განათლების მიღება ადრეული ასაკიდან შეძლონ”. ქართულმა მხარემ მასწავლებელთა აკრედიტაციისათვის ტესტების შედგენასა და ცოდნის შემოწმებაში დახმარებაც ითხოვა. 
 
არმენ აშოტიანი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, დედაქალაქის ¹104- სომხურ სკოლას ესტუმრა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ესაუბრა, ასევე, სურბ გევორგის ეკლესიაში იყო და სომხების პანთეონიც მოინახულა. 
 
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი