ომხეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებმა და საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირმა 2010 წელი ხაზაროს აღაიანის წლად გამოაცხადეს. ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნის-ხაჩენში, სადაც მწერალი დაიბადა და გაიზარდა, მწერლის დაბადების დღეს, 18 აპრილს ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
2010 წლის განმავლობაში სომხეთისა და საქართველოს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და კულტურის სახლებში მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, დაიდგმება პიესები და სცენები მწერლის შემოქმედებიდან.
სომეხი მწერალი და პედაგოგი ხაზაროს აღაიანი საქართველოში, ყარაბაღიდან გადმოსახლებულთა ოჯახში დაიბადა. სოფელ ბოლნის-ხაჩენში აღმართულია მწერლის ძეგლი, აქვეა აღაიანის სახლ-მუზეუმიც.
“საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი ხაზაროს აღაიანის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს კი ეს ღონისძიება მასშტაბურ სახეს მიიღებს”, - განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი