ხდება თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში? ოპოზიციის სისუსტე თუ ხელისუფლების უნაკლო მუშაობა.
გულო კოხოძე, ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი ოპოზიციური პარტია მუშაობს: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიები.
“ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის არ ხდება”, “არ შემჩნევია” და ზედაპირული განცხადებები - ასეთია ოპოზიციური პარტიების განწყობა.
“კითხვაზე - იყენებს თუ არა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს, ვერ გიპასუხებთ. პოპულისტურ განცხადებებს არ ვაკეთებ, თუ რაღაცას ვიტყვი, ფაქტის დამამტკიცებული უნდა მქონდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც განვაცხადო, არაფერს ვიტყვი”, - გვითხრა'რესპუბლიკური პარტიის'ეროვნული კომიტეტის წევრმა და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ.
,,ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი რასაც არ უნდა აკეთებდეს ბიუჯეტის ფარგლებში, ყველაფერს სათავისოდ აპიარებს. თამამდ ვიტყვი ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით გაკეთებულ საქმეებს წინასაარჩევნო პიარისთვის იყენებს”, - ამბობს კონსერვატიული პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.
,,ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებაზე არაფერი შემიმჩნევია”, - მოკლე პასუხით შემოიფაგლა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალციხის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ია ხარაიშვილი.
,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” 29 მარტს გამოაქვეყნა ანგარიში - ,,ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის”. მასში მიმოხილულია თუ როგორ ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს მასშტაბით.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციის ხარჯების ზრდაზე.
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების ხარჯები. ხარჯების ზრდა, ძირითადად, მხარეების რწმუნებულების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება, რის გამოც სახელფასო ფონდის მოცულობამაც მოიმატა.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატში 2009 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 21 შეადგენდა, 2010 წელს კი 43-მდე გაიზარდა. შესაბამისად, სახელფასო თანხა 387,0 –დან 512,3 –ამდე გაიზრდა, ანუ მთელი 24,5 მეატედი პროცენტით მეტი.
,,ზემოთ აღნიშნული ინიციატივის ოპონენტები ამ ცვლილებებს მაისის არჩევნებს უკავშირებენ. მათი აზრით, ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით იმ დამატებითი ადამიანური რესურსის დასაქმებას
ახდენს, რომელიც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული”, - ვკითხულობთ ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ანგარიშში.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი