ღია პირველობა ჭადრაკში

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში სკოლის მოსწავლეთა შორის ჭადრაკის ტურნირი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას შევთავაზეთ ტურნირში მონაწილეობა, თუმცა, მხოლოდ სათხასა და ნინოწმინდის სკოლების რვა გუნდი ჩაერთო”, - გვითხრა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჭადრაკის მწვრთნელმა სურენ სანოსიანმა.

ღია პირველობის შედეგები ასეთია: ჯგუფური მაჩვენებლებით, - ნინოწმინდის მე-2 რუსული სკოლა – I ადგილი; სათხას სკოლა – II ადგილი; ნინოწმინდის პირველი სომხური სკოლა – III ადგილი. სამივე გუნდმა შესაბამისი დიპლომები და საჩუქრები მიიღო.

გარდა ამისა, ყველა თამაშის შედეგით, პირველი დაფის გამარჯვებული გახდა არუთიუნ სააკიანი რუსული სკოლიდანექვსი გამარჯვება შვიდ თამაშში, მეორე დაფაზე გაიმარჯვა პავლიკ სააკიანმა, მესამეზე კი პირველი სკოლის მოსწავლემ ზორაბ ბროიანმა. გოგონებს შორის გამარჯვებულად სედა სეირანიანი დასახელდა.

ჭადრაკის ღია პირველობა სამკერვალო ქარხნისარამანისდირექტორის არამ სანოსიანისა და საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის ალბერტ ისოიანის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.


არარატ თთთიანი, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი