სამდღიანი კონფერენცია ახალციხეში

9-დან 11 აპრილამდე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარეობდა კონფერენცია თემაზე - “ტოლერანტობის მშენებლობა ისტორიის სწავლების გზით საქართველოში”. 

 თამარ თოთაძე, ახალციხე

 კონფერენცია ისტორიის პედაგოგთა ევროპულ ასოციაციაევრო-კლიოსადა ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოეწყო.

 პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების როლისა და მნიშვნელობის ასახვას მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში. ეს კარგად არ არის გაშუქებული ისტორიის სასკოლო სახლმძღვანელოებში”, - ამბობს ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ციხისთავი.   

 ასოციაცია სემინარებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ატარებს. ორი თვეა, რაც იგი სამცხე-ჯავახეთში არსებობს.

 ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის რეგიონული ხელმძღვანელის ზურა ქუქჩიშვილის თქმით, ამავე პროექტის ფარგლებში 8 აპრილს, ახალციხის მე-2 და მე-6 საჯარო სკოლებში ისტორიის კაბინეტები გაიხსნა.

 კაბინეტები წიგნებითა და რუკებით მოვამარაგეთ. მომავალშიც დავეხმარებით და გაგრძელდები კონტაქტები, რომ ისტორია მაღალ დონეზე ისწავლებოდეს”, - ამბობს ნანა ციხისთავი.

 ასოციაცია ისტორიის წიგნებსაც ბეჭდავს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სახელმძღვანელოები ადგილობრივ სკოლებში უნდა გამოსცადონ. პროექტი დაფინანსებულია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის - “მატრასფარგლებში, ხოლო მეგობარი ორგანიზაციები არიან ევროკომისია საქართველოში და ევროპის კვლევების ინსტიტუტი.

 კონფერენციაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები იღებდნენ. მათ სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემები განიხილეს. ეთნიკური ჯგუფებისა და კონფესიების ცხოვრება საქართველოში, რელიგიური მდგომარეობა 90-იანი წლებიდან დღემდე, ანუ რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხები და ასევე კათოლიკეები საქართველოში. სამომავლოდ დაგეგმილია ჟურნალის გამოცემა. პირველი ნომრის მთავარი თემა ინტერკულტურული დიალოგი იქნება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი