,,საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველომ” ანგარიში მოამზადა თემაზე: ,,საქართველოს მიერ ლობირების მცდელობები”.
გულო კოხოძე, ახალციხე
,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” შეისწავლა საქართველოს და ამერიკულ ლობისტ ფირმებს შორის დადებული როგორც მოქმედი, ისე შეწყვეტილი ხელშეკრულებები, რომლებიც დარეგისტრირებულია აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით” (ForeiginAgents Registration ACT, FARA) და შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც მოცემულია ამგვარი ხელშეკრულებების შემოკლებული ვერსიები. http://transparency.ge/geo_us_lobbyng
იანვრის ბოლოს, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის მიერ დაარსებული ამერიკული ლობისტი ფირმა “გეფჰარდტ გრუფ გავერნმენტ ეფეარსი” (Gephardt Group Government Affairs). აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება არის 436, 000 ამერიკული დოლარი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მუდამ ქირაობდა პროფესიონალებს თავისი ინტერესების აშშ-ში ლობირებისათვის. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს ფირმებს შორის დადებული იმ გარიგებების საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერები, რომლებიც საქარველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას გულისხმობდა, არ შეიცავს ინფორმაციას კონტრაქტების ღირებულებაზე. ედუარდ შევადნაძის პრეზიდენტობის ბოლო წლებში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი “საქართველოს რკინიგზა” აფინანსებდა ლობისტურ საქმიანობებს აშშ-ში. ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანიამ დახარჯა 785,000 ამერიკული დოლარი 2002 წლის დასაწყისიდან 2004 წლის დასაწყისამდე.
http://blog.washingtonpost.com/44/2008/06/17/raddy_scheunemann_mccain_ad...
http://
http:
გარდიან-ის (Guardian) ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელში დაფუძნებულმა სააგენტომ, “ასპექტ კონსალტინგმა” (Aspect Consultung) 2007 წელს 500,000 ევრო (დაახლოებით 690,000 აშშ დოლარი) მიიღო ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშესაწყობად.
რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ დაიწყო პროპაგანდისტული ომი ორ ქვეყანას შორის. “ასპექტ კონსალტინგის” დამფუძნებელმა პარტნიორმა, ჯეიმს ჰანტმა “პი არ ვიიკთან” (PR Week) საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ როგორ ახერხებდნენ PR კომანიები რუსეთთან თანამშრომლობას. “მე ანგელოზების მხარეზე ვარ”, - თქვა მან.
საქართველოსთვის და რუსეთისთვის მომუშავე PR სააგენტოები (ასპექტ კონსალტინგი, რომელიც მუშაობდა თბილისისთვის და ჯიპლუსი, რომელიც იცავდა მოსკოვის ინტერესებს).
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი