განცხადება

ცხადდება კანდიდატების შერჩევა საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ახალქალაქის, ახალციხის, ამბროლაურის, ბოლნისის, ვანის, ზესტაფონის, მარნეულის, სამტრედიის, ჩოხატაურის, წალკისა და ხონის ადგილობრივი არქივების დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე. შერჩევა განხორციელდება გასაუბრების, კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების სახით.

შერჩევა ჩატარდება: 
ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, მარნეულისა და წალკის ადგილობრივი არქივებისდირექტორთა ვაკანტურ თანამდებობებზე 2010 წლის  29-30 აპრილს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, №1.

ამბროლაურის, ვანის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჩოხატაურისა და ხონის ადგილობრივი არქივების დირექტორთა ვაკანტურ თანამდებობებზე 2010 წლის  27-28 აპრილს შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ვაგზლის მოედანი, №3ა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  
1. ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
ა) უმაღლესი განათლება; 
ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; 
გ) კომპიუტერული პროგრამების Windows, Word, Internet ცოდნა და  კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები; 
დ) შრომითი სტაჟი არა უმცირეს ერთი წლისა საარქივო საქმისა და   საქმისწარმოების დარგში, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათი სისტემის დაწესებულებებში. 
სასურველია მენეჯერული გამოცდილება ან ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მინიმუმ ერთი წლის მუშაობის სტაჟი. 

2. საქართველოს ნორმატიული აქტების ცოდნა: 
ა) საქართველოს კონსტიტუცია; 
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის 
შესახებ“, თავი II, მ. 11; თავი III, მმ. 15,16; თავი IV, მმ. 19,20; თავი V, მ. 21; თავი VI, მ. 38; თავი VII, მ. 43; თავი XIII, მ. 65; 
გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული  არქივის შესახებ“; 
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   შესახებ“; 
ე) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავი; 
ვ) „საქართველოს შრომის კოდექსი“; 
ზ) „საქმისწარმოების ერთიანი წესები“ (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით); 
თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულება“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის ბრძანება №71); 
ი) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174); 
კ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის     პირობები“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13   ნოემბრის №263 ბრძანება).

3. არქივმცოდნეობის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მართვის ძირითადი დებულებების, ცნებებისა და მეთოდიკის ცოდნა.  
ა) ეროვნული საარქივო ფონდი: ცნება, შემადგენლობა (მათ შორის: ადგილობრივი არქივის დოკუმენტების შემადგენლობა), ფორმირების წესი - იხ. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“, თავი I, მმ. 3,9, თავი III; „საქართველოს არქივები. ცნობარი -  მიმოხილვა“ (თბ., 2000), თავი მეათე; 
ბ) დაწესებულებებში დოკუმენტების შენახვის ორგანიზაცია _ იხ. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“, თავი IV, მ. 17; „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174); „საქართველოს არქივები. ცნობარი - მიმოხილვა“ (თბ., 2000), თავი მეექვსე); 
გ) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების წესი - იხ. „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174), თავი III;

დ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღრიცხვის პრინციპები, ცენტრალიზებული აღრიცხვის სისტემა - იხ. საქართველოს კანონი “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”, თავი V; “ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესი” (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №262); 
ე) საარქივო დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა - იხ. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“, თავი IV; „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობები“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №263); 
ვ) საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შემადგენლობა-  იხ. „სახელმწიფო არქივების მუშაობის ძირითადი წესები“ (თბ. 1988), კარი 4; „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174), თავი VIII; 
ზ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის პრინციპი, დოკუმენტებთან დაშვების წესი, სარგებლობის შეზღუდვა; მოქალაქეთა სოციალურ-უფლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება _ იხ. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“, თავი VI; 
თ) საარქივო საქმის მართვის სტრუქტურა, არქივების ქსელი, ადგილობრივი არქივის მუშაობის ორგანიზაცია: დაგეგმვა, ანგარიშგება, სამუშაოს ნორმირება იხ. - საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“, თავი II; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ეროვნული არქივის დებულება“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის ბრძანება №71).

წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა: 

1. აუცილებლად წარსადგენია: 
ა) კანდიდატის განცხადება; 
ბ) ავტობიოგრაფია; 
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; 
დ) კანდიდატის მიერ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამთავრების და შესაბამისი კვალიფიკაციის (სპეციალობის) მიღების დამადასტურებელი დადგენილი ფორმის დოკუმენტი; 
ე) შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ნებაყოფლობითია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: 
ა) სხვადასხვა სასწავლო კურსისა და ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
ბ) წინა სამუშაო ადგილიდან დახასიათებები და რეკომენდაციები; 
გ) რაიონში საარქივო საქმის განვითარებისა და ადგილობრივი არქივის მუშაობის სრულყოფის შესახებ წინადადებები.

ზემოდასახელებული დოკუმენტების პირები წარდგენილი უნდა იქნეს ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში კანდიდატის მიერ პირადად, ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით 2010 წლის 20 აპრილამდე. 
ზემოდასახელებული დოკუმენტების დედნებს კანდიდატი წარადგენს ვაკანსიაზე შესარჩევ ღონისძიებებზე გამოცხადებისას.

საკონტაქტო მონაცემები:

ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის საფოსტო მისამართი: 
0160, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1.

ტელეფონი: (995 32) 37 28 01,   37 49 25,   37 39 25,   38 28 46;

ფაქსი: 37 28 01;

ელ.ფოსტა: info@archives.gov.ge.

საკონტაქტო პირი - ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილების უფროსი  მერი ბიწაძე (ტელ.: 37 49 25, მობ. 895 36 40 60).

5 comments:

  1. Hello There. І found уour blog usіng mѕn.
    Тhis іs аn ехtгemely
    well ωгittеn аrtiсle.

    I will be ѕuгe to bookmark іt аnԁ return tο read
    moгe of your useful infο. Thаnks for the post.
    ӏ will defіnitely гetuгn.

    Feеl freе to visit mу blоg; devis fenetres

    ReplyDelete
  2. Hello, for all time i used to check blog posts here in the early hours in the morning, for the
    reason that i enjoy to gain knowledge of more
    and more.

    My blog voyance

    ReplyDelete
  3. What i do not rеalize is aсtuаlly how
    you're not really a lot more neatly-preferred than you might be right now. You'rе so intelligеnt.

    You unԁerstanԁ therefore consideгably
    in terms of thіs matter, pгoduced mе in my oріnіοn conѕіder it fгοm sο many
    numеrouѕ angleѕ. Its like men anԁ women
    ԁon't seem to be interested except it's one thing to
    do with Woman gaga! Your indіviԁual stuffs
    outstanding. All the time mаintain it up!

    Here іs mу ωebsіtе ::
    rimmel

    ReplyDelete
  4. hello!,Ӏ reаlly lіkе уouг wгіting
    so muсh! propοгtіon ωe be
    in contact more apρrοximаtely
    уοur articlе on ΑΟL?

    I requіге an еxрert in this arеa to unгavel my prοblem.
    May bе that is you! Ηaving a look forward to рeеr уou.


    Take а look at my homeраge .

    .. meuble salle de bain

    ReplyDelete
  5. I every time spent my half an hour to read this webpage's posts every day along with a cup of coffee.

    Also visit my homepage :: Tennis 2013

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი