“მსოფლიოს მუსიკალური კულტურა” არა მხოლოდ მუსიკოსებისათვის

ანზორ თამარაშვილის წიგნებს კიდევ ერთი, რიგით მეოთხე ნაშრომი - “მსოფლიოს მუსიკალური კულტურაშეემატა. წიგნში ყველა იმ ქვეყნის მუსიკალური კულტურის შესახებაა მოთხრობილი, რომელთაც მუსიკალური მემკვიდრეობა გააჩნიათ.

 მუსიკის მოყვარულებმა და არა მარტო მათ, უნდა იცოდნენ, რამდენად მაღალი კულტურის მატარებელი ქვეყანაა საქართველო. ამ წიგნში თქვენ ნახავთ, რომ მუსიკალური მემკვიდრეობით საქართველო ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი, თურქეთი და ასე შემდეგ”, - ამბობს საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ახალციხის გამგეობის თავმჯდომარე ანზორ თამარაშვილი.

მისივე თქმით, ნაშრომი დაეხმარება და დააინტერესებს არა ხოლოდ მუსიკით დაინტერესებულ საზოგადოებას, არამედ მოყვარულებს და საქართველოდან წარგზავნილ დელეგაციებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში კულტურის კუთხით მიდიან.

 ანზორ თამარაშვილის წიგნებით - “მოკლე სამუსიკო ლექსიკონიდამუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი” (რომლის ორი გამოცემა არსებობს, მოკლე და ვრცელი) უკვე ხელმძღვანელობენ სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლებში.

მეოთხე წიგნზე ავტორი დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. მასალები რუსული საბჭოთა და ქართული ენციკლოპედიებიდანაა შეკრებილი. მისი წიგნები ერთადერთია საქართველოში, სადაც ერთადაა თავმოყრილი გადამუშავებული ინფორმაცია მუსიკალური სამყაროსა და კულტურის შესახებ.

მსოფლიოს მუსიკალური კულტურა” 150 ეგზემპლიარი დაიბეჭდა. მისი გამოცემა დაახლოებით 500 ლარი დაჯდა. მისგან განსხვავებით, 1000 ტირაჟით დაიბეჭდამუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი”, მეორე გაოცემა, რასაც 5 000 ლარი დასჭირდა. ორივე ნაშრომი ადგილობრივმა მეწარმემ ნუგზარ მაისურაძემ დააფინანსა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი