ნათია მარტინენკო, ახალციხე
- რა არის ალერგია?
- ალერგიას მეორენაირად მწვავე ,,ატოპიური” რეაქცია ეწოდება. ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია მასში ალერგენის შეჭრაზე. ალერგენად ითვლება ნებისმიერი უცხო რამ ორგანიზმისათვის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ატოპიური რეაქცია. ეს შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო მტვერი, საკვები ნივთიერება, მედიკამენტი, მძიმე მეტალი და ნებისმიერი რამ, რაც ორგანიზმისთვის მიუღებელი და მავნეა.
- რა ტიპის ალერგიები არსებობს?
- ალერგია არის მრავალი ტიპის. მაგალითად, ,,ატოპიური დერმატიტი”, რომელიც გამონაყარის სახით ვითარდება. ალერგია შეიძლება იყოს ,,იდიოსინკრეზიული” და ,,გავრცობითი”.
,,იდიოსინკრეზიული” - (იდიოსყნცრესიოას ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს იდიოსყ- საკუთარი, სყნცრასიას -შერევა), ორგანიზმის მეტისმეტი მგრძნობელობა ზოგიერთი ნივთიერებისადმი, რაიმე საჭმლისადმი, გემოსა და სუნისადმი.
,,გავრცობითია” ალერგია, როდესაც ალერგიულ ფონზე ვითარდება შოკური მდგომარეობა, - ვარდება წნევა და პაციენტთან კონტაქტში შესვლა გაძნელებულია.
განვითარების მექანიზმის მიხედვით ალერგია პირობითად ორ დიდ ჯგუფად იყოფა: ეს არის დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება ალერგენის შეჭრიდან 24-დან 72 საათამდე და დაუყოვნებელი ტიპის, რომელიც ორგანიზმში შეჭრისთანავე ვითარდება.
- რა სიმპტომები ახასიათებს ალერგიას და რა სახით იჩენს თავს ორგანიზმში?
ზოგადად თუ არის ალერგიული გამონაყარი გამოვლენილი, ეს არის ძირითადად ,,პაპულოზური”, წვრილი წითელი გამონაყარი სხეულზე, რომელსაც ახასიათებს შემაწუხებელი ქავილი.
ალერგიის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა ,,გვინგეს შეშუპება” - ხორხის ლორწოვანი გარსის შეშუპება. ასეთ დროს ადამიანი შეიძლება ასფიქსიით გარდაიცვალოს (დაიხრჩოს).
- რომელ სეზონზე მატულობს ალერგიული ფონი?
- ალერგია უფრო მეტად გავრცელებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გაზაფხულზე ბუნებაში ცირკულირებს დიდი რაოდენობის მტვერი, ხოლო შემოდგომით ალერგიული რეაქციების მომძლავრება შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის აღებამ.
- როგორ უნდა მოვიქცეთ ალერგიის დროს? რომელი მედიკამენტების გამოყენებაა რეკომენდებული?
- პირვველ რიგში ინიშნება H1 რეცეპტორების ბლოკატორები. ეს არის ისეთი პრეპარატი, რომელიც ფართო მასისთვისაა ცნობილი, როგორიცაა ტავეგილი, სუპრასტინი, ალერტეკი, ალერინი და სხვა ამ რიგის პრეპარატები.
ალერგიის დროს ასევე ინიშნება კალციუმის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ასტაბილურებენ მემბრანებს და ხელს უშლიან სერვესტონის გამოყოფას.
მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპისაა ალერგია, ამიტომ სწორი მკურნალობა აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს. თუ მძიმე ალერგიული რეაქციაა და ლორწოვანი გარსის შეშუპებით მიმდინარეობს, აუცილებლად ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, როგორიცაა დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და ასე შემდეგ.
- რა ასაკის ადამიანები არიან რისკ ჯგუფში?
- რისკის ჯგუფში ორივე შედის, ბავშვიც და დიდიც.
- როგორ უნდა დავიცვათ თავი ალერგიისაგან?
- ალერგიისაგან თავის დაცვა ძალიან რთულია. ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ერთადერთი - აუცილებელია, რომ ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართოთ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი