,,იმედით”გამოწვეული იმდეგაცრუება

16 დღე გავიდა ,,იმედის” ეთერით გასული იმიტირებული სიუჟეტიდან, თუმცა ვნებათაღელვა მაინც არ ცხრება. მსოფლიო მედია იმიტირებულ სიუჟეტზე.

 გულო კოხოძე, ახლციხე

 ყალბი სამხედრო თავდასხმა ნამდვილი პოლიტიკური ომის გაჩაღებისთვის

 ნიკოლა ლანდრუ - liberation.fr

 შაბათს, 13 მარტს, ნებისმიერი ქართველი რომელიც ტელევიზორს ჩართავდა მთავარი 8 საათიანიახალი ამბები“- საყურებლად, ფანტასტიკური კადრების მოწმე გახდებოდა: ომი დაიწყო, რუსული გამანადგურებლები დედაქალაქს ბომბავენ, მათი ტანკები გვიახლოვდებიან, მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი აქტიურად თანამშრომლობს დამპყრობელთან და მზადაა მომავალში კრემლის სატელიტის ფუნქცია შეასრულოს. ბარაკ ობამა ფორმალურად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებას, ევროპა დუმს და სააკაშვილი დასავლეთის ლიდერებს უგზავნის მიმართვას: ის შეიძლება მოკლულია ან გაქცეული, არმია მტრის მხარეს გადავიდა

  . . . ,,რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. იყო თუ არა ამ იმიტაციის მიზანი თბილისის მუნიციპალური არჩევნების წინ ოპოზიციის დისკრედიტაცია? რატომ მაინც და მაინციმედი“, დღეს პრო-სახელისუფლებო არხი, რომელიც წარსულში ძალიან უსიამოვნო გარემოში გარდაცვლილ ოლიგარქს, სააკაშვილის მტერს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა? მიზანი არხის დახურვა ხომ არ იყო? რატომ იძენს ანტი-რუსული პროპაგანდა ასეთ მასშტაბებს? პრეზიდენტ სააკაშვილის არანორმალური ურთიერთობა როგორც შიდა ოპოზიციასთან, ასევე რუსეთთან ქვეყანას არ აძლევს მოსვენებას”.

 როდესაც დეზინფორმაციამ შეიძლება თავზარი დაგცეს 

მათეო ამარე  - Parismatch.com 

ერთმა პოპულარულმა ტელეარხმა რუსული სატანკო ნაწილების დედაქალაქში შეჭრის შესახებ ყალბი რეპორტაჟის გადაცემით, ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვასთან დაკავშირებული შიშები გააჩინა და ორშაბათის შემდეგ ეს თემა რთული პოლიტიკური დებატების საგანი გახდა.

 ევროკავშირში საქართველოს გამო იმედგაცრუება ახლა უკვე აშკარაა

 rferl.org 

ბრიუსელი – ევროპის კავშირმა საქართველოს სერიოზული გაფრთხილება მისცა – ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის კავშირების განსამტკიცებლად აუცილებელია შემდგომი დემოკრატიული რეფორმები.

 ევროკავშირს წარსულშიც მიუნიშნებია, რომ  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატიის პროგრესის გამო ის იმედგაცრუებულია, მაგრამ ჟოზე მანუელ ბაროზომ 17 მარტს ახალ, შედარებით უფრო მკაცრ ტონს მიმართა და ხაზი გაუსვა იმ ცდომილებას, რომელიც სამხრეთ-კავკასიის ამ არასტაბილურ რესპუბლიკაში მიზნებსა და რეალობას შორის არსებობს.

 სულ ახლახანს კი ევროკავშირი საგონებელში ჩააგდო  ქართული პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიის, ”იმედი”-ს 13 მარტის ინსცენირებულმა რეპორტაჟმა. ამ რეპორტაჟში, რომელმაც ქვეყანაში პანიკა დათესა, ნათქვამი იყო რომ რუსული ჯარი კიდევ ერთხელ შეიჭრა საქართველოში სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის დახმარებით ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

 ბაროზომ განაცხადა, რომ ის „შეაშფოთა“ იმიტირებულმა გადაცემამ.

 პანიკა და რისხვა რუსეთის ინტერვენციაზე ყალბი რეპორტაჟის გამო

სარა მარკუსი -  http://www.telegraph.co.uk

დღეს უკვე ბევრმა ადამიანმა იცის მსოფლიოში, რომ შაბათს საქართველოში აბსოლუტურად გიჟური რამ მოხდა. წამყვანმა ტელეარხმა „იმედ“-მა ეთერში ყალბი რეპორტაჟი გადასცა, რომელიც იუწყებოდა, რომ რუსული ტანკები კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ საქართველოში, რუსული თვითმფრინავები სამოქალაქო ობიექტებს ბომბავდნენ, პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლულია, ოპოზიციის უმრავლესობამ დროებითი მთავრობა შექმნა და რუსულ არმიას სიხარულით ეგებებოდა.

 ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის მთავრობა და თავად პრეზიდენტიც, ამ გადაცემის უკან იდგნენ ან ყველაზე ცოტა მასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყვნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას უარყოფენ.

 ჩვენ არ ვიცით ვინ იდგა ამ გადაცემის უკან, თუმცა ფაქტია რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ და ცალსახად არ დაგმო ის, რასაც გმობდნენ არამხოლოდ რიგითი ქართველები და ოპოზიციური პოლიტიკოსები, არამედ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებიც კი და შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი