რეფორმის მოლოდინში


პრობლემის გადაჭრა თუ რისკი? 

მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სწავლის გაგრძელება ნებისმიერ საჯარო სკოლაში შეეძლებათ. ინვალიდობის მქონეთა საზოგადოებაში ინტეგრირება რომ უნდა მოხდეს, არავინ დავობს, თუმცა არსებობს რეფორმის უკუშედეგების შიშიც

 თამუნა უჩიძე, ახალციხე

 რკინის კარს მიღმა

 ქალაქის სხვა სკოლებთან შედარებით ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლასთან ყოველთვის უჩვეულო სიწყნარეა. აქ არც დილაობით მოჰყავთ მშობლებს უმცროსკლასელები და არც საღამოს აკითხავენ შინ წასაყვანად. დიდი შავი რკინი კარის გარეთ გასვლა ნებართვის გარეშე უფროსკლასელებისთვისაც არ შეიძლება.

 თავიდან აქ ბავშვთა სახლი ყოფილა. 1955 წლიდან სკოლა-ინტერნატად გადაკეთებულა, მოგვიანებით დამხმარე სკოლა ინტერნატი დაურქმევიათ, ანუ სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ახლა ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლად იწოდება”, - გვიხსნის ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე.

 
პეტრე იბერის 17-ში მდებარე სიძველისგან გაყვითლებული ორსართულიანი შენობები ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის.

 “2000 წელს ორგანიზაციამერსი ქორმაკოსმეტიკური რემონტი გაგვიკეთა. არც მანამდე და არც მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა”, - გვიამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში დალი კრაველიძე და დერეფანში მიგვიძღვება. იატაკებს საღებავი აღარსად ეტყობა, მხოლოდლინელიუმისნაგლეჯიღა შერჩენია ხის ფიცრებს. გრძელ დერეფანში, მწვანედ შეღებილ კარებს შორის სხვადასხვა ფერის ქურთუკებია. საკიდის ბოლოს კარი ნახევრად ღიაა და ოთახში ერთმანეთზე დაწყობილი რძისფერი მუყაოს ყუთები მოსჩანს. კარადები რომ არ გვყოფნის, ბავშვების ტანსაცმელი აქ აწყვია”, - ამბობს დალი კრაველიძე.

 სკოლა ინვენტარის განახლებით რომ არაა განებივრებული, შენობაში შესვლამდეც ჩანს. ალბათ, რამდენიმე ათეულ წელს ითვლის უკანა ეზოში, ორ გრძელ თოკზე დაფენილი დაცრეცილი თეთრეული. თეთრეულს ყოველ ათ დღეში ვცვლით, მაგრამ თუ ბავშვი ენურეზითაა დაავადებული, მაშინ ყოველ დილით სჭირდება”, - გვიხსნის იგი.

 სახლიც და სასწავლებელიც

 საკლასო ოთახებს საძინებლებისგან ერთი კედელი ჰყოფს. 34 საწოლი ორ ოთახში, ბიჭებისა და გოგონების რაოდენობის მიხედვითაა განაწილებული. საძინებლები საღამოს, 9 საათის შემდეგ ივსება, ბავშვები დროის დიდ ნაწილს სააღმზრდელო ჯგუფებში ატარებენ. დავალებების მომზადებში მათ აღმზრდელები ეხმარებიან, ისინი მოსწავლეებს არც ღამით ტოვებენ. 

გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობლები საერთოდ არ აკითხავენ ბავშვს და 365 დღე პანსიონურ მომსახურებაზე გვყავს. მაგრამ ისინი, რომლებიც მშობლებს არდადაგებზე მიჰყავთ, უკან მოუწესრიგებლები ბრუნდებიან”, - ამბობს ლალი კარკაძე.

 პედაგოგები

 ცხრაკლასიანი სკოლა, სადაც მოსწავლეები არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთიდან სწავლობენ, ორი სამინისტროს დაქვემდებარებაშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასს აფინანსებს. ის, რაც პანსიონური მომსახურებისთვისაა საჭიროკვება, ჩაცმა, ჰიგიენის საშულებები თუ მედიკამენტები, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.  

თვეში პედაგოგების სახელფასო ფონდი 4 000, ადმინისტრაციის კი 1 500 ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროდან დაფინანსება 6 916 ლარი გვაქვს”, - ამბობს დირექტორი.

 მეშვიდე საჯარო სკოლაში 39 თანამშრომელია, მათ შორის 17 პედაგოგი და 6 აღმზრდელი. თითქმის ყველა მათგანის სამუშაო სტაჟი მინიმუმ 20 წელია.
როგორ შეიძლება, რომ ბავშვს დედა შეუცვალო? პედაგოგის გამოცვლა იგივეა ამ ბავშვებისთვის, ცვლილებას მტკივნეულად განიცდიან”, - გვიხსნის დალი კრაველიძე, რომლიც სკოლაში 26 წელია, მუშაობს.   

დაწყებითების პედაგოგმა ნანული სტეფანიძემ მეშვიდე სკოლაში ოთხ ათეულ წელზე მეტი დაჰყო. ამბობს, რომ თავიდან ბავშვებთან მუშაობა გაუჭირდა, თუმცა, ახალ უკვე იცის, როგორ უნდა მიუდგეს თითოეულ მათგანს:ჩვეულებრივ სკოლაში ეს ბავშვები თავიანთი გონებრივი მდგომარების გამო ვერ მოახერხებენ თანატოლებთან კონტაქტში შესვლას. სასკოლო მასალის ათვისებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ მგონია, რომ მათთვის ყოველთვის აუნდა არსებობდეს ცალკე დაწესებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო უხერხულად იგრძნობენ თავს გარშემომყოფებთან”.

სად უნდა სწავლობდნენ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები

 მეშვიდე სკოლაში ბავშვები კლასში გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით ირიცხებიან. სასწავლო გეგმა თითოეულ ბავშვზეა მორგებული.

 პრაქტიკა აჩვენებს, რომ მენტალური შეფერხების მქონე ბავშვები საჯარო სკოლებსა, თუ ბაღებში სოციალურად უფრო ვითარდებიან. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ მათ უმაღლეს ნიშნებზე ისწავლონ, მიზანი მათი სოციალიზაციაა, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციადამოუკიდებელი ცხოვრებისათვისკოალიციის მენეჯერი და გამგეობის წევრი რატი იონათამიშვილი.

 მეშვიდე სკოლის პედაგოგები კი მიიჩნევენ, რომ ინვალიდობის მქონე ბავშვების მისაღებად საზოგადოება ჯერ მზად არაა. ლალი კარკაძეს და დალი კრაველიძეს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავთ.

 ნორვეგიელები ახორციელებდნენ პრექტსაქტიური თემი”, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ფეხბურთის წრეზე პირველ სკოლაში დადიოდნენ. პირველად უკან ძალიან გახარებულები დაბრუნდნენ. მეორედ მოსვლისას კა გამოაცხადეს, ჩვენ იქ აღარ წავალთო, დასცინეს ბავშვებს”, - ამბობს ლალი კარკაძე.

 მეშვიდე სკოლაში სოციალურად დაუცველი ბავშვებიც სწავლობენ.

 ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პედაგოგიურ ხელმიშვებულობასთან. ასეთი ბავშვების უმრავლესობა ჩვენთან ჩვეულებრივი საჯარო სკოლებიდან მოვიდნენ და მათ არ სურთ უკან დაბრუნება, რადგან იქ დასცინიან. მიზეზი ხშირად ბავშვების ღარიბული ჩაცმულობაცაა”, - აცხადებს დალი კრაველიძე.

 რატი იონათამიშვილის თქმით, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დასცინიან განსხვავებულებს, იქნება ეს ინვალიდობის მქონე, თუ უბრალოდ ჟღალთმიანი, ან სხვა ნებისმიერი განსხვავებული ნიშნით გამორჩეული: “ამის პრევენცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ კარგ პედაგოგს შეუძლია მსგავსი ინციდენტების აღმოფხვრა და კლასში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა”.

საფრთხეები

 ფსიქოლოგ გულიკო ბექაურის განმარტებით, გონებრივად ჩამორჩენილი ვერასოდეს გრძნობს, რომ გონებრივად ჩამორჩენილია და ვერც იმას გაიგებს, რომ დასცინიან. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ისინი გონებრივად ჩამორჩენილებთან თავს უპირატესად გრძნობენ, ლიდერის როლში არიან და მეტი საშუალება აქვთ გონებრივად შეზღუდული დაჩაგრონ: “ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ის არაფერი არ იყო. აქ კი უკეთესად მოექცნენ, ეფერებიან, აჭმევენ, აცმევენ. ამიტომ აღარ უნდა მას უკან დაბრუნება”. 

ინკლუზიური განათლების რეგიონული კოორდინატორის ხათუნა ბალახაშვილის თქმით, ინკლუზიური განათლების პროექტის მიზანი, საბოლოოდ სპეციალური სკოლების გაუქმებაა: განათლების სამინისტროს იდეაა, მხოლოდ მათთვის იარსებოს ასეთმა სკოლებმა, ვისაც ღამის გასათევი არ აქვს”.

 ბალახაშვილის განამრტებით, ინვალიდობის მქონე ბავშვებს არ ეყოლებათ ცალკე მასწავლებელი და არც ცალკე ჯგუფებში დასხდებიან: არაფრით არ უნდა გაიმიჯნონ ყველა დანარჩენისგან. უბრალოდ, პედაგოგებთან მულტიდისციპლინური გუნდის წევრები მითითებების მისაცემად ივლიან.

 გულიკო ბექაური ვარაუდობს, რომ პროექტი უკუშედეგს მოიტანს: “ვეთანხმები, რომ ფიზიკური დეფექტის მქონე იჯდეს საღი გონების მქონე ბავშვებთან, მაგრამ სულ სხვა საკითხია, როცა საქმე გონებრივ შეზღუდვასთან გვაქვს. პრექტის განხორციელების შემთხვევაში მწვავედ დადგება კადრების პრობლემაც”.  

 მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ სამინისტრო ყურადღებას მოზარდებში ემპათიური, სხვაზე ზრუნვის გრძნობების ჩამოყალიბებაზე გაამახვილებს და არა, აბსოლუტურად ნორმალურ ცხრამეტ ბავშვთან ერთად მეოცეს გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს დასვამს: მთელი ყურადღება მიმართული იქნება ამ ერთი ბავშვისკენ. ყურადღების გაფანტვის გამო მასწავლეები ინფორმაციას ხარისხიანად ვერ აითვისებენ. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ გაკვეთილები არაპროდუქტული გახდება”.

 იურისტის ნაირა სამსონიძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ბავშვების უფლებები იზღუდება: “ვზრუნავთ უნარშეზღუდულის უფლებაზე და ამასობაში ჩვეულებრივ ბაშვებს ვუზღუდავთ უფლებას სწრაფად მიიღოს თავისი დონის შესაფერისი განათლება. პედაგოგი როგორ უნდა მოიქცეს, ვის მიაქციოს ყურადღება? ასეთი სკოლები კი არა, სკოლა-ინტერნატებიც არ უნდა გაეუქმებინათ”.

 რატი იონათამიშვილის თქმით, ინვალიდობის მქონე ბავშვების საჯარო სკოლებში გადაყვანას იძულებითი ფორმა არ უნდა ჰქონდეს: მშობელს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება, სად მიიყვანს ბავშვს - ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, თუ სპეციალურ დაწესებულებაში, ვთქვათ, დღის ცენტრებში”.

 განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს პროექტის - “ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებშიმენეჯერის მაია ბაგრატიონი-გრუზინსკის განცხადებით, პროეტის მიზანი საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების გაძლიერებაა: თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარალელურად განხორციელდება ყველა სპეციალური სკოლის დახურვა”.

 ახალციხეში პროექტის სამიზნე სკოლად მეხუთე საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც ინვალიდობის მქონე ბავშვებისთვის პანდუსები, რესურსოთახი, საპირფარეშო და სპეციალური მერხები უნდა გაკეთდეს. თუმცა, ხათუნა ბალახაშვილის თქმით, სექტემბრიდან ბავშვებს უფლება ეძლევათ, ნებისმიერ, მათთნ ახლოს მდებარე სკოლაში გააგრძელონ სწავლა.

 რამდენი ინვალიდობის მქონე ბავშვის მშობელი მოისურვებს ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში შვილების გადაყვანას, ეს სექტემბერში გაირკვევა, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს განათლების სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბავშვი თავისი სოფლის ან ქალაქის ახლო მდებარე სკოლაში მოისურვებს სწავლის გაგრძელებას. აქ პანდუსები, რესურს ოთახები და სპეციალური საპირფარეშოები არავინ იცის, როდის გაკეთდება.  

ფოტოკოლაჟი ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი