ძლიერი თოვლის შედეგები

ძლიერმა და სველმა თოვლმა ჯავახეთში ტელე და ელექტროგადაცემის ხაზები დააზიანა.

 შუშან შირინიანი, ახალქალაქი
არარატ თთთიანი, ნინოწმინდა

 ახალქალაქი 

16 მარტს, ძლიერი თოვლის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქალაქში ტელეფონის ხაზებიც დაზიანდა.

 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სველი თოვლის გამო მწყობრიდან გამოვიდა და გამოირთო ქალაქის ერთი და სოფლების მომმარაგებელი 12 ფიდერი. წაიქცა 90 ელექტროგადაცემის და რამდენიმე სატელეფონო ხაზის ბოძი.

 15 მარტის საღამოს ძლიერ წვიმას სველი თოვლი მოჰყვა. დილით  თოვლის სიმაღლემ 25-30 სანტიმეტრს მიაღწია. ქუჩებში გავლა შეუძლებელი გახდა, რადგან მოტეხილი ხეებითა და ტოტებით იყო ჩახერგილი. მოძრაობას საფრთხეს უქმნიდა დაწყვეტილი ელექტროგადამცემი და სატელეფონო ხაზებიც. განსაკუთრებით სატელეფონო ხაზები დაზიანდა, - სველი თოვლის სიმძიმემ ხაზები ყველა ქუჩაზე დაწყვიტა, ზოგან კი საყრდენი სვეტებიც წაიქცა.

 არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად სააქციო საზოგადოება  ენერგო-პრო ჯორჯიასადა სატელეკომუნიკაციო კომპანიაგაერთიანებული ტელეკომსარა ერთი დღე დასჭირდებათ.

 ავარიების შესახებ ვაცნობეთ ხელმძღვანელობას და ტექნიკით დაგვეხმარნენ. რვა ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს სამუშაოებს. ჩემს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუნიციპალიტეტის ყველა ფიდერი, გარდა ქალაქისა და ყოფილი სამხედრო დასახლებისა, ერთდროულად გაფუჭდა”, - ამბობსენერგო-პრო ჯორჯიასმთავარი ინჟინერი ენოქ ბაბაჯანიანი.

 წაქცეული 90 ბოძიდან 17 მარტს 24 უკვე აღდგენილი იყო, დანარჩენის აღდგენა ამჟამად მიმდინარეობს. ინფორმაცია სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ყოველდღიურად იცვლება. გზების გახსნის შემდგომა სოფლებიდან ჩამოსულ მოსახლეობას ახალი ცნობები ჩამოაქვს მუნიციპალურ ცენტრში.

 გაერთიანებული ტელეკომისახალქალაქის ფილიალიც ავარიულ რეჟიმში მუშაობს.

 თანამშრომლები დილიდან საღამომდე შრომობენ. ქალაქში სატელეფონო ხაზების ნახევარი ჩაწყვეტილია. პრობლემა მუშაობის პროცესში არ გვაქვს, პრობლემატური მხოლოდ დროის საკითხია, რადგან არ ველოდით, რომ ერთდროულად ამდენი ხაზი შეიძლებოდა გაწყვეტილიყო. აღდგენილია ყველა წაქცეული ბოძი, ხაზების აღდგენაზე კი მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს”, - ამბობსგაერთიანებული ტელეკომისახალქალაქის ფილიალის ხელმძღვანელი არუთიუნ ანტონიანი.

 სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის.

 ნინოწმინდა                 

 იგივე მდგომარეობაა ნინოწმინდაშიც. 

ქუჩაზე, სადაც გარუშ ხაჩატრიანი ცხოვრობს, ელექტროგადაცემის ბოძი წაიქცა: ელექტროგადაცემის ბოძი ჩვენს მეზობლად წაიქცა. შუქი ერთი დღე არ გვქონდა, მაგრამ შესაბამისმა ორგანოებმა ავარიის შედეგები აღმოფხვრეს და ღამით შუქის გარეშე არ დაგვტოვეს. 

გაერთიანებული ტელეკომისნინოწმინდის განყოფილების დირექტორის ტატული დარბინიანის თქმით, სატელეფონო კავშირის აღსადგენად მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს: თუმცა, სატელეფონო ხაზების პრობლემა თოვლის ბრალი არ იყო, ის ადრეც არსებობდა. პრობლემააბონენტთა ხაზებია, ძირითადი ბაზიდან მათი ტელეფონის აპარატებამდე. ვისი ხაზებიც კარგია, მასთან არაფერი მომხდარა. ჩემი გაანგარიშებით, სატელეფონო კავშირი გაუწყდა 400-500 აბონენტს. ავარიას რამდენიმე დღეში აღმოვფხვრით”.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი