25 მარტს, ერევანში გაერო-ს ოფისთან ნეოკონსერვატიულმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების დასაცავად საპროტესტო აქცია მოაწყო.
აქციის მონაწილეებმა სომხეთში გაერო-ს წარმომადგენელს გადასცეს წერილი, რომელშიც ადამიანის უფლებების შელახვის თაობაზე შეშფოთება გამოხატეს და მას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს.
მოძრაობის ხელმძღვანელმა ედუარდ აპრამიანმა გაერო-ს ერევნის ოფისის წინ გამოსვლისას განაცხადა: “საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად ამცირებს, კლავს და კულტურულ, სულიერ და საგანმანათლებლო ტერორს უწყობს ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს. დღეს, სომხეთის ხელისუფლებით იმედგაცრუებული ჩვენი თანამემამულეები, საქართველოს ხელისუფლების ანტისომხური პროპაგანდის მანქანას საკუთარი სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენების პირობებში ებრძვიან. ჩვენ ადამიანთა უფლებებისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დამცველი ოფიციალური ორგანიზაციისგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს სასაზღვრო საკითხები და ქართველი მესაზღვრეებისა და სპეცრაზმის თანამშრომლებისაგან ადამიანების უფლებები დაიცვას” (PanARMENIAN.NET).
ერევანში გაერო-ს ოფისის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ამ საკითხის უახლოეს მომავალში გარკვევას დაჰპირდნენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი