ახალციხის ¹37 საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ბექა ბუცხრიკიძე ლეილა ნარიმანიშვილმა შეცვალა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლეილა ნარიმანიშვილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოდან გადმოვიდა.
“ცესკოში წარვადგინე ჩემი კანდიდატურა, განიხილეს, დამამტკიცეს წევრად და შემდეგ როგორც წესი, საოლქო საარჩევნო კომისიამ ამირჩია თავმჯდომარედ”, - ამბობს ლეილა ნარიმანიშვილი და დასძენს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს: 1998-დან 2008 წლამდე ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი. სხვადასხვა დროს ვიყავი საუბნო-საარჩვენო კომისიის რეგისტრატორი, საარჩევნო კომისიის მდივანი, ახალციხის ¹37 საოლქოს ტრენერი, რეგიონული შტაბის წევრი”.
ბიოგრაფია
დაამთავრა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის საშუალო სკოლა, შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მანქანათმშენებლობის სპეციალობა. მუშაობდა ბენარის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. 2000-დან 2006 წლამდე უდის საკრებულოში ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თავმჯდომარე იყო.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი