პს “ბლექ სი გრუპი” გაცნობებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სოფ. ხოსპიოსთან დაგეგმილი ასფალტის წარმოების დანადგარის გარემოსდაცვითი დოკუმენტების საჯარო განხილვის თაობაზე.
საჯარო განხილვა გაიმართება 2010 წლის 7 მაისს, 12 საათზე ქ. ახალქალაქის გამგეობის შენობაში. შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ადგილობრივი თვეთმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, ათასწლეულის ფონდის, “პაპენბურგ/ბლექ სი გრუპის” და შპს “გერგილის” წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრა იმართბა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ითვალისწინებს შპს “ბლექ სი გრუპის” მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი დოკუმენტის საჯარო განხილვას. ამ განხილვის მიზანია:
· დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე, პროექტის მიმდინარეობასა და მის საბოლოო შედეგებზე;
· დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა საკონსულტაციო პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შემუშავების ყველა ეტაპზე;
· კონსულტაციების შედეგად მიღებული კომენტერების და შენიშვნების გათვალისწინებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო ვარიანტის შემუშავება.
განსახილველი დოკუმენტები ხელმისაწვდომია შპს “ბლექ სი გრუპის” ვებ გვერდზე, ამობეჭდილი სახით დოკუმენტების მიღება შესაძლებელია შპს “ბლექ სი გრუპის” თბილისის და ახალქალაქის ოფისებში.
დაინტერესების შემთხვევაში, შენიშვნების და წინადადებების მოსაწოდებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 2010 წლის 5 მაისისა, შემდეგ მისამართზე:
შპს “გერგილი”
ალ. ყაზბეგის 32, თბილისი, საქართველოს
ტელ: (+995 32) 312115; (+995 99) 164 469
ელ. ფოსტა: gergiligeo@gmail.com
საკონტაქტო პირი:
რევაზ ენუქიძე
განცხადება ასევე განთავსებულია შემდეგ მისამართზე: www,aarhus.dsl.ge
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სამშენებელო კომპანიის “ბლექ სი გრუპის” სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტისთვის აუცილებელი ასფალტის წარმოებას.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი