თანხა იხარჯება, მოსახლეობა კი შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში წელს ნინოწმიდის მუნიციპალიტეტისთვის 468 728 ლარია გამოყოფილი, რაც შარშანდელ თანხაზე ორჯერ მეტია. თუმცა, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გასულ წელს შესრულებული სამუშაოებითაც უკმაყოფილონი არიან და უკეთესის მოლოდინი არც წელს აქვთ.
 
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

უკვე ცნობილია თითოეული სოფლისთვის კუთვნილი თანხის ოდენობა და ის სამუშაოები, რომელთა შესრულებაც დაიგეგმა. წელს სოფლებში წყალსადენების აღდგენა, ხიდებისა, შიდა გზების რეაბილიტაცია და სარიტუალო სახლების შეკეთება გადაწყდა.

ახალი წლის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობის შეხვედრები თითქმის ყოველკვირეულად ტარდება. ასეთი შეხვედრების გამართვის აუცილებლობა მოსახლეობის შარშანდელმა გამოცდილებამ განაპირობა.

მოსახლეობის თქმით, შარშან შესრულებულმა სამუშაოებმა მათი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. საქმე ან დაუსრულებელი რჩებოდა ან სამუშაო უხარისხოდ ტარდებოდა.

ერთად გავიაროთ გზაზე, სადაც შარშან წყალსადენი გაიყვანეს და თავად დარწმუნდებით, სად გაქრა გასულ წელს ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილი 47 ათასი ლარი. წყალი ამღვრეული და სასმელად გამოუსადეგარია, აუზი დანგრეულია. შეხედეთ სოფლის გზებს, ჩვენ, ფაქტობრივად, ტალახში ვცხოვრობთ. მოსწავლეები, სკოლამდე მისაღწევად, ჩემს ღობეზე ძვრებიან”, - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა სოფელ ოროჯალარის მცხოვრებმა გრიგორ არაქელიანმა.

სოფელ დიდ ხანჩალში გასულ წელს გზები მოიხრეშა. სამუშაოს შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში ამავე სოფლის მკვიდრმა გაიმარჯვა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, შედეგად მხოლოდ ის ქუჩები მოწესრიგდა, სადაც შემსრულებლის ნათესავები ცხოვრობდნენ. მას ისიც დაემატა, რომ სოფლის ზოგმა მცხოვრებმა ქუჩაში დაყრილი ქვიშა თავის ეზოში შეიტანა. ასე რომ, გარკვეული დროის შემდეგ, სოფლის ქუჩები კვლავინდებურად გაუვალი გახდა.

კითხვაზე, ასე რატომ მოხდა, ორგანიზატორები პასუხობენ, რომ ყველა ქუჩის მოსახრეშად სახსრები საკმარისი არ იყო.

ჩვენს ქუჩაზე ყოველდღე დადის მანქანა, რომლითაც ქუჩების მოსახრეშად ქვიშა მოჰქონდათ. აქ სოფლის რწმუნებულსაც უხდება გამოვლა, ნუთუ ყოველდღე, როცა მას პირუტყვი საძოვარზე მიჰყავს, ვერ ხედავს ქუჩა რა მდგომარეობაშია?! ის ქუჩა კი, სადაც თავად ცხოვრობს, მთლიანად მოხრეშილია. ეს როგორ გავიგოთ? რაიმეს თქმა არავის უნდა, არც ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს ყველაფერი კი უკვე ზღვარს გადადის”, - ამბოს სოფელ დიდი ხანჩალის მცხოვრები ვართუშ ავაკიანი.

სოფელ ფოკას მოსახლეობა უკმაყოფილებას ხელმძღვანელობის უყურადღებობის გამოც გამოთქვამს.

ნორმალური სასმელი წყალი გვჭირდება. გასულ წელს სოფელში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, იმდენადკარგად”, რომ ხალხი საერთოდ უწყლოდ დარჩა, აუზი დანგრეულია, საქაჩები აღარ არის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ხელმძღვანელობა ჩვენს გასაჭირს ყურადღებას არ აქცევს. რა მიზნებისთვის და როგორ დაიხარჯა ეს ფული, არავინ იცის”, - ამბობს სოფელ ფოკას მცხოვრები ლევონ მკრტჩიანი.

რწმუნებულები ამტკიცებენ, რომ შეხვედრები მართლაც ტარდებოდა და უმჯობესია მოსახლეობამ სამუშაოების მიმდინარეობისას გამოთქვას თავისი შენიშვნები და მოსაზრებბი.

სამუშაოების ჩასატარებლად ფულს ხელზე არ ვიღებ, ყველაფერი დოკუმენტურად ფრომდება. თანხები იმ ორგანიზაციების ანგარიშებზე ირიცხება, ვინც სამუშაოებს უშუალოდ ასრულებს. მუშაობაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, არავინ უკრძალავს, სამუშაო პროცესს თვალყური ადევნონ. უკმაყოფილების გამოთქმა უშუალოდ მუშაობისას სჯობს”, - აცხადებს სოფელ დიდი ხანჩალის რწმუნებული ვაგინაკ ანანიკიანი.

ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წელს პროგრამა უფრო ეფექტური იქნება, რადგან მიმდინარე სამუშაოებზე გაცილებით მკაცრი კონტროლი განხორციელდება: “შემსრულებლები ყოველ დახარჯულ თეთრზე აგებენ პასუხს. ასეთი გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობისგან მიღებული მრვალრიცხოვანი საჩივრების გამო მივიღეთ”.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე მიქელაძემ დაგვარწმუნა, რომ წელს ჩატარებული სამუშაოების ხარისიხს გადამოწმების მიზნით ორი კომისია შეიქმნება, ერთისოფლის მცხოვრებლებისაგან, მეორე კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებისგან. სოფლის მცხოვრებლებისგან შემდგარი კომისიის მიერ სამუშაოს შემოწმების შემდეგ, მას მუნიციპალიტეტის კომისიები გადაამოწმებენ.

იქნება თუ არა წელს ეფექტური პროგრამა, რომელმაც შარშან იმედები ვერ გაამართლა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი