სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ძიუდოს სექცია მხოლოდ ბორჯომსა და ახალციხეში არსებობს, ახლო მომავალში სპორტის ამ სახეობის სექციების გახსნა ასპინძასა და ადიგენშიც იგეგმება. ნატალია კოპაძე, ბორჯომი
ძიუდოს მწვრთნელის დემურ კევლიშვილის თაოსნობით ძიუდოს სექცია 2005 წელს ბორჯომში ჩამოყალიბდა. ამჟამად სპორტის ამ სახეობას ბორჯომში 70 სპორტსმენი ეუფლება, ძირითადად 1994 წელს დაბადებული ახალგაზრდები.
“გასულ კვირას საქართველოს პირველობა ჩატარდა, სადაც ბორჯომის გუნდიც მონაწილეობდა. ჩვენმა ძიუდოისტმა შეძლო საპრიზო ადგილის დაკავება”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დემურ კევლიშვილი და ამატებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მარიამ ციყელაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშია და ახლახანს ანკარაში იმყოფებოდა შეჯიბრებაზე, - ორი შეხვედრა მოიგო და მესამე შეხვედრაზე ჯარიმებით წააგებინეს თურქთან”.
28 აპრილს თბილისში 1995-96 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება. აღნიშნული შეხვედრისთვის ბორჯომშიც ემზადებიან.
“უფრო დიდ ასაკშიც იგეგმება საქართველოს პირველობის ჩატარება, სადაც ჩვენი გუნდიც იასპარეზებს. ვამზადებBბავშვებს ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი მოსწავლეები თითქმის ყველა შეჯიბრებაში იკავებენ საპრიზო ადგილებს, პერსპექტიული ახალგაზრდები არიან”, - ამბობს მწვრთნელი.
ახალციხეში ძიუდოს სექცია გაცილებით გვიან, 2009 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აქ ამჟამად 30 ახალგზარდა ვარჯიშობს. მეცადინეობა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დარბაზში მიმდინარეობს.
“ფართი სკოლამ დაგვითმო, ტატამი კი ძიუდოს ფედარაციამ მოგვცა. თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტი თუ არ დაგვეხმარება ფინანსურად, მოჭიდავეები ტურნირებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ და ვერც ძიუდო განვითარდება ჩვენს რეგიონში”, - ამბობს კევლიშვილი და დასძენს, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ბორჯომში უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა პრობლემები მაინც აქვთ, - “საშხაპე არ გვაქვს, დენი გამოგვირთეს. ბავშვებს ძველი ფორმები აქვთ. ძიუდოს სექცია ბორჯომის სპორტსკოლასთან ფუნქციონირებს. სპორტსკოლას კი კიმანოების შეძენის საშუალება არ აქვს”.
სპორტის ეს სახეობა რეგიონში კარგად რომ განვითარდეს, ახლო მომავალში დაგეგმილია სექციების გახსნა ადიგენსა და ასპინძაში. თუმცა კევლიშვილის თქმით, ძიუდოს განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავარი პრობლემა ფინანსებია, დამფინანსებელი კი ამ ეტაპზე არცერთ მუნიციპალიტეტში არ ჩანს.
"Organic Mulch) (University of Illinois at Urbana-Champaign, NRES-19-97). Wood chips: This material contains bark, and wood of various sizes. Grass clippings are full of nitrogen and break down quickly.
ReplyDeletemy web page ... mulching
Luckily, there are many methods in safely removing unwanted
ReplyDeletehair. Likewise, using imported shampoos and conditioners from a tropical country when your climate is cold and temperate is not such a good idea.
Its intention is to offer you ideal cosmetics which are safe and substantial in quality,
all the way through the world.
My web-site; hair products
There are so many ways to use brick, block, slabs, rocks, gravel and other stone formations.
ReplyDeleteIf you have lower defence you can survive as well, but it won't be as easy. We design and manufacture the full range of conveyor components used in materials handling equipment, whether for new systems or replacement parts to any existing equipment.
Also visit my website :: mining