- ცხინვალში ჩემს კოლეგებთან, ვახტანგ კომახიძესა და მანანა მებუკესთან ერთად, ჩვენი ოსი მეგობრების თხოვნით ჩავედი. ორი ტირძნისელი მოზარდის, ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის გათავისუფლებისთვის უნდა შეგვეწყო ხელი. ისინი ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ნოემბერს დააკავეს.
- ამ ეტაპზე კონფლიქტის მოგვარების რა გზა არსებობს?
- ამ ეტაპზე აფხაზეთსა და ე.წ. ოსეთში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა – სააკაშვილის და მერაბიშვილის ხელისუფლების დემოკრატიული და კონსტიტუციური გზით ქართული პოლიტიკიდან გასტუმრებაა. საქართველოში ნამდვილი, ევროპული დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და ახალი და უფრო მიმზიდველი
და სანდო სახელმწიფოს შეთავაზება აფხაზებისა და ოსებისთვის. ამას სჭირდება დრო, ამიტომ საჭიროა აღვიჭურვოთ სტრეტეგიული მოთმინებით.
- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან მიმართებით იმის ფონზე, როცა ახალი ცხელი წერტილების გაჩენის საშიშროებაა ქვეყანაში, თუნდაც ჯავახეთში?
- საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს რუსეთის გაღიზიანებას, რუსეთის, როგორც "მტრის ხატის" მუდმივ და მომაბეზრებელ ექსპლუატაციას და მიხედოს საკუთარი სახელმწიფოს დემოკრატიაზაციას. დემოკრატიული საქართველო არამარტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ ჯავახეთისა და მთელი საქართველოს მოსახლეობსთვისაც იქნება სანდო და მიმზიდველი.
- სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დათბობა ამერიკის პროექტად მოიაზრება. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და რას მოუტანს ეს საქართველოს?
- რეგიონში ნებისმიერი სამშვიდობო პროექტი მხოლოდ სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. იმედით ვუყურებ სომხეთ-თურქეთის დაახლოებას. ეს მეტ სტაბილურობას და მდგრად განვითარებას მოუტანს მთელ რეგიონს, მათ შორის საქართველოს.
- როგორ შეაფასებთ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტს მოსკოვში? არის ეს კონფლიქტის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯი თუ უბრალოდ განაწყენებული პოლიტიკოსი სვლაა ხელისუფლების წინააღმდეგ?
- ეს არის მცდელობა, მოახდინოს საქართველოში არსებული რუსეთის მომხრე ამომრჩევლის ხმების მობილიზაციია და მათი გამრავლება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი