ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
- რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა დღეს?
- საქართველოს ეკონომიკა განვითარების, პერსპექტივების განსაზღვრისა და იმ ადგილის ძიების სტადიაშია, რომელიც მომავალში უნდა დაიკავოს. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, ახლა აუცილებელია ამის ანაზღაურება. ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა, რეალურ შედეგებს მოგვიანებით დავინახავთ. ეს კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ვაჭრობა, შედეგს მალევე იძლევა, სხვა სფეროებს უფრო ხანგრძლივი ვადა სჭირდება, მათ შორის, ინოვაციური პროდუქციების წარმოებასა და ასე შემდეგ. საქართველომ ბრმად არ უნდა იმოქმედოს; მიზანმიმართულება და განვითარების კარგად მოფიქრებული გეგმა აშკარად არასაკმარისია.
- რა მექანიზმებს შეუძლია ეკონომიკა განვითარების მიმართულებით წაიყვანოს?
- ეს ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია. აუცილებელია სასწავლო დაწესებულებების ძალისხმევის გაერთიანება, რომლებიც თეორიაზე ცალ-ცალკე მუშაობენ და მათი მომხმარებელზე მიმაგრება. რადგან ბიზნესი მეცნიერებასა და მის მიღწევებს, ცოდნის მიღების ახალ მეთოდებს არ იცნობს. მეორე მხრივ, ბიზნესი განვითარების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუ იქნება შესაძლებლობა, გაერთიანდეს ბიზნეს ინკუბატორის მექანიზმი იმ მეთოდებთან, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენე, ეს საკითხის მოგვარებისადმი კომპლექსური მიდგომა და სამომავლო განვითარების სტარტის ნიშანიც იქნება.
- რომელი საგარეო ბაზარია მოსახერხებელი ქართული პროდუქციისთვის?
- ბაზრის შესწავლა გვიჩვენებს, რომ დღეს ქართულ პროდუქციაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბაზრებზეა. თანდათანობით ხდება გერმანიის, ამერიკის, შვედეთის ბაზრების ათვისება, ამ უკანასკნელში განსაკუთრებით ქართული კონიაკის პროდუქცია ფასობს.
თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მასობრივი წარმოება არ გააჩნია. ჩვენ სპეციფიკური ბაზრები და სპეციფიკური სფეროები გვაქვს, სადაც კუთვნილი ადგილი ხარისხის მეშვეობით უნდა დავიკავოთ. ამ საკითხებს მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს.
თუ სწორად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ ბევრი პერსპექტიული დარგი გვაქვს. მოთხოვნა არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. 25 წლის განმავლობაში საქართველოში, სახსრების არქონის გამო, ქიმიკატები თითქმის არ შემოდიოდა, შედეგად, მიწა გაიწმინდა. თუ ამ მომენტს სწორად გამოვიყენებთ, მზა ბაზარი გვექნება. შემდეგია გადამამუშავებელი მრეწველობა. უამრავი ციტრუსი და ხილი გვაქვს. მსგავსი პროდუქტების მალფუჭებადობის რეცეპტი დიდი ხნის წინ მოიგონეს – გადამამუშავებელი მრეწველობა. აქ კი მთავარი ხარისხი, შეფუთვა და მიზნობრივი ბაზრის შერჩევაა.
- რა თავისებურებები ახასიათებს ეკონომიკის განვითარებას სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ქვეყნებში?
- მაჩვენებლები სხვადასხვაა. ნახშირწყალბადის დიდი მარაგი აქვს აზერბაიჯანს. საქართველო საუკეთესოა ახალი პირობების აღქმასა და რიგ სხვა ფაქტორებში. ძველი ინდუსტრიის შენარჩუნების საქმეში კი პირველი სომხეთია. იქ ადრე მომუშავე საწარმოებიდან და ინფრასტრუქტურიდან ბევრი რამ შენარჩუნებულია. საქართველოში ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის ახალ სფეროებს ეძებენ.
- საქართველოს ყველა რეგიონს აქვს პოტენციალი ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორ შეაფასებთ ამ თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთს?
- აქ მოსახლეობა დიდი შრომისუნარიანობით გამოირჩევა და ბევრი პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. თუნდაც, მესაქონლეობა. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა მეკარტოფილეობა. მაშინ როცა, მსოფლიოში სურსათის წარმოების სფეროში სერიოზული კრიზისი დგება. სწორი სელექციური სამუშაოების ჩატარებით და ყველაზე უხვმოსავლიანი ჯიშების შერჩევით შესანიშნავ შედეგებს მივიღებთ. განსაკუთრებით, თუ აქ რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზოგადად ითქვა. რატომ არ შეიძლება რომელიმე რეგიონში თანამედროვე სამშენებლო მასალების წარმოების შექმნა? ამისათვის შესანიშნავი რესურსები გვაქვს, ბაზალტი და ასე შემდეგ, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი