არჩევნები და ადგილობრივი ბიუჯეტი; ემთხვევა თუ არა სოციალური პაკეტის გაზრდა ქვეყანაში დანიშნულ არჩევნებს.
გულო კოხოძე, ახალციხე
2008 წელი 21 მაისი საპარლამენტო არჩვენები.
2008 წელი 5 იანვარი საპრეზიდენტო არჩევნები.
2010 წელი 30 მაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2007, 2008, 2009 და 2010 წლის ბიუჯეტების მიხედვით შევეცადეთ, შეგვექმნა სურათი, რა ხდება მუნიციპალიტეტში.
2007 წელი – ადგილობრივ ბიუჯეტში იყო შემდეგი მუხლი: ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დედებისთვის მეოთხე და მეტ ახალშობილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა.
2008 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ფინანსური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საერთოდ არ არის შეტანილი.
2009 – 2010 წლების ბიუჯეტში კი მუნიციპალიტეტის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაწესებული გადასახადის 100-პროცენტიანი შეღავათი სხვა გრძელ ჩამონათვალთან ერთად მრავალშვილიან ოჯახებსაც შეეხო.
2010 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - სოციალური დაცვა – 488 000 ლარი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მშობიარობის 200 ლარიანი დახმარების პროგრამა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გეგმიური საოპერაციო ხარჯების 30 პროცენტიანი თანადაფინანსების პროგრამა არაუმეტეს 1000 ლარისა და გადაუდებელი საოპერაციო ხარჯების 50 თანადაფინანსების პროგრამა არაუმეტეს 1500 ლარისა.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა.ი.პ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობელთა შენატანის 50 პროცენტი შეღავათი.
ქ. ახალციხეში წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50 პროცენტიანი შეღავათის პროგრამა.
ახალციხის, ვალის, აწყურის ა.ი.პ მუსიკალური სკოლების მე-4-5-6 კლასის მოსწავლეთა გადასახადის 40 პროცენტიანი დახმარების პროგრამა.
2009 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზემოთ მოცემული მუხლები შეტანილი საერთოდ არ არის, გარდა საოპერაციო ხარჯებისა და ისიც საკმაო სახეცვლილებით.
,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ სოციალური პაკეტის გაზრდის ტენდენცია თავისდავად არაა ცუდი და კანონიერია, თუმცა ,,სოციალური პაკეტის გაზრდის ტენდენციები არჩევნების დროს ბევრგან გვხვდება. მხოლოდ არჩევნების წელს არის და შემდეგ საერთოდ შემწყდარა ხოლმე სხვადასხვა დახმარების პროგრამები. ამას ამომრჩეველმა უნდა მიაქციოს ყურადღება და გაანალიზოს, თუ რა ხდება”.
“სოციალური დახმარებების გაზრდა არ უნდა დაემთხვეს წინასაარჩევნო პერიოდს”, - მიაჩნია კონსერვატიული პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს.
,,სოციალური დახმარებების გაზრდა პირდაპირპროპორციულადაა მიბმული საარჩევნო პერიოდთან. გაჭირვებულ და ნაკლებად უზრუნველყოფილ პირთა და ოჯახთა მიმართ განხორციელებული სოციალური დახმარება ამ პერიოდში ნიშნავს გაჭირვებული ხალხის მოსყიდვას”, - აცხადებს იგი.
მისივე თქმით, როცა იზრდება სოციალური პაკეტი, შესაბამისად მას უნდა მოჰყვეს სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის შემცირებაც.
,,არა მგონია, რომ შემცირებისკენ მიდიოდეს სოციალურად დაუცვლი პირების რაოდენობა. რა გამოდის? - ქვეყანა ვითარდება, როგორც მთავრობა წარმოგვიდგენს, ეხმარება გაჭირვებულებს, მაგრამ არ მცირდება ამ პირთა რაოდენობა. ბიუჯეტით თანხა გამოყოფილია და ამავდროულად იზრდება სოციალურ დაუცველ პირთა რაოდენობა, ანუ ქვეყანა არ ვითარდება?”- კითხულობს ოლეგ სანდროშვილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი