ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 10-დან 12 მარტამდე ახალციხეში ჭადრაკის რაიონული ტურნირი გაიმართა. მუნიციპალიტეტის პირველობაში თერთმეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათი ასაკი შეზღუდული არ იყო
პირველი ადგილის მფლობელი ბონდო გოგოლაძე გახდა, რომელიც რეგიონის შვიდგზის და მუნიციპალიტეტის ათგზის ჩემპიონია. მეორე ადგილი რეზო კილასონიძემ დაიკავა. მესამე ადგილის მფლობელი კი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი როინ თაქთაქიძე გახდა.
“მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყველა სპორტსმენს საჩუქრები მოუმზადა, პრიზების სახით. მართალია, მცირედი, მაგრამ მთავარია ყურადღება, მათთვის ეს ერთგვარი წახალისება იქნება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.
პირველ ოთხ ადგილზე გასული მოჭადრაკე ახალციხის მუნიციპალიტეტის გუნდში მოხვდება, რომელიც რეგიონის მასშტაბით გამართულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
“რეგიონის პირველობა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ჩატარდება და მასში მონაწილეობას ექვსივე მუნიციპალიტეტის საუკეთესო მოჭადრაკეები მიიღებენ”, - ამბობს ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის ჭადრაკის წრის მწრთვნელი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი ზაქარია დიდიმამიშვილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი