მოსწავლეები პოლიციის საქმიანობას ეცნობიან

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლები საჯარო სკოლების უფროსკლასელებს ხვდებიან და თავიანთი მუშაობის პრინციპებს აცნობენ.

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

მდგომარეობის გამოსწორებას მისი პროფილაქტიკა სჯობს” - ამ დევიზით აწყობს შეხვედრებს სხვადასხვა საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის პოლიცია.

პროფილაქტიკურ და ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ვატარებთ იმ ასაკის მოსწავლეებთან, რომელთაც კარგისა და ცუდის აღქმა სწორედ ამ პერიოდში უყალიბდებათ. ვცდილობთ, მოზარდებზე გარემოს ცუდი ზეგავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ ან საერთოდ აღმოვფხვრათ. ჩვენი პოლიციის ინსპექტორებმა გადამზადება გაიარეს და მოზარდებთან მუშაობისთვის საჭირო გამოცდილება უკვე აქვთ”, - აღნიშნავს პოლიციის ხელმძღვანელი არსენ კარაპეტიანი.

სკოლების გარდა, ინსპექტორები მოსწავლეებს პოლიციის სამმართველოშიც ხვდებიან და თავიანთი მუშაობის შესახებ ესაუბრებიან.

სკოლების დირექტორები და მასწავლებლები პოლიციის მოზარდებთან მუშაობით კმაყოფილები არიან. ისინი ამბობენ, რომ შედეგები უკვე სახეზეა, მოსწავლეები უკეთ ერკვევიან კანონებში, კარგად იციან საკუთარი უფლებები და გაუმჯობესდა მათი ქცევა სკოლასა და ქუჩაში

ასეთი ტიპის შეხვედრები მოსწავლეებსაც მოსწონთ. მათი თქმით, პოლიციისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეეცვალათ.

1 comment:

  1. პოლიცია სკოლაშიც აქტიურად დადის. პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ))

    ნანა.

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი