საავადმყოფო კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად


ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსი დაცული ძეგლი იყო, თუმცა 2010 წელს კულტურის სამინისტრომ მას ეს სტატუსი მოუხსნა. სასწავლო კორპუსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სადაზღვეო კომპანია ''ჯი პი აი ჰოლდინგს'' მიჰყიდა.


მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, მიხეილ რომანოვის ინიციატივით, ბორჯომში, მინერალური წყლების ჩამომსხმელი და შუშის ქარხნები აშენდა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბორჯომის ხეობაში გაჩნდა საწარმოები, რომელშიც გაშლილი იყო საფაბრიკო-საქარხნო საქმიანობა. მრეწველობის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისათვის, რომ ბორჯომში სახელოსნო სკოლა გახსნილიყო. ბორჯომის სახელოსნო სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონია რუსეთის მეფისნაცვლის ნიკოლოზ რომანოვის ინიციატივით, 1895 წლის 17 სექტემბერს მოეწყო. სკოლაში თავდაპირველად ორი ძირითადი განყოფილება იყო: სადურგლო და საზეინკლო. გარდა ამისა, სახელოსნო სკოლასთან დაარსდა ვაჟთა და ქალთა დაწყებითი სასწავლებელი.

ეკოლოგიური საფრთხეები და დასაქმების პრობლემა.


სახელმწიფოს პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად; შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო; 

შპს ''ენერგოტრანსმა''  ''შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის'' განხორციელება დაიწყო.

''ჩვენი კონტრაქტორი კომპანია ''სიმენსი'' მიწის სამუშაოებს თებერვლიდან ატარებს. პროექტით მშენებლობის დაწყება სწორედ ამ დროიდან იყო გათვლილი, - ამბობს შპს ''ენერგოტრანსის'' დირექტორი კახა სეხნიაშვილი და ამატებს, რომ პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერები უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიებიც გამოვლინდა. ასევე, პროექტის დაფინანსების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკებთან - EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი), KFW (რეკონსტრუქციის ბანკი). დღევანდელი მდგომარეობით საკრედიტო რესურსებიდან ათვისებული 64,4 მილიონი ევროა.

''მარტივი და მეგობრული გამოცდები''

2010-2011 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი თვე რჩება. მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ატესტატის მისაღებად წელს რვა გამოცდას ჩააბარებენ. როგორ ჩატარდება საატესტატო გამოცდები და არიან თუ არა მზად სკოლები ახალი სისტემით გამოცდის ჩასატარებლად. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2011 წელს მოსწავლეები ატესტატის მისაღებად გამოცდას რვა საგანში ჩააბარებენ. გამოცდები ეგრეთ წოდებული CAT – ის სისტემით ჩატარდება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დანერგილი. აღნიშნული სისტემის მიხედვით მოსწავლეს შეკითხვას კომპიუტერი დაუსვამს და სწორი პასუხები ცნობილი 20 წუთში იქნება.

მესამე სასწავლო ოლიმპიადა დასრულდა


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დასრულდა. რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა მესამე ტურში; რას ამბობენ პედაგოგები - შეესაბამებოდა თუ არა ტესტები სასწავლო პროგრამას და რატომ უჭირთ ბავშვებს მათემატიკის ტურში გასვლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.

ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა. ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ტარდება.

ქართულ-სომხური თანამშრომლობა


ერევანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაშვილის სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას, სომხეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ``სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ``.

18-19 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაშვილი სომხეთს ეწვია და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან ოფიციალური შეხვედრები გამართა. ვიზიტის განმავლობაში, ნიკოლაიშვილმა და მასპინძლებმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და დაგეგმილი გლობალური ინფრასტრუქტული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ახალი ხელმძღვანელობა – ახალი წესები


სამი თვეა ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. რა შეიცვალა საავადმყოფოში, რას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, კვლავ მოქმედებს თუ არა, ეგრეთ წოდებული, ``მაღარიჩი``. ``სამხრეთის კარიბჭე`` საავადმყოფოს დირექტორს, სამედიცინო მეცნიერების კანდიდატს, კარდიოლოგ ალექსანდრე ენოქიანს ესაუბრა.

- რამ გამოიწვია საავადმყოფოს ხელმძღვანელობის შეცვლა? 

დირექტორმა განცხადება დაწერა. იგი სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა და ხელმძღვანელობამ ამ თანამდებობაზე მე დამნიშნა. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში 30 წელიწადია ვმუშაობ.

``სახადი`` დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის


დისკუსია სასამართლო რეფორმის შესახებ


სასამართლო რეფორმის ხარვეზები და დადებითი მხარეები; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და ``პოლიციელის გონივრული ეჭვის`` საფუძველზე ჩატარებული ზედაპირული დათვალიერება; სასამართლო რეფორმის შესახებ 21 მარტს გაზეთმა - ``სამხრეთის კარიბჭემ`` დისკუსია გამართა. 

ამერიკული ორგანიზაცია NED-ის (``ნაციონალური წვლილი დემოკრატიაში``) მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტი - ``საინფორმაციო კამპანია სასამართლო რეფორმის გამჭვირვალობის შესახებ``  გასული წლის სექტემბრიდან ხორციელდება.

მისი მიზანი სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. პროექტი ქუთაისში გამომავალ გაზეთ ``ახალი გაზეთთან`` ერთად ხორციელდება და დისკუსიების გამართვასთან ერთად, სასამართლო რეფორმის შესახებ სამი ჩანართის დაბეჭდვას გულისხმობს. პირველი ჩანართი, სახელწოდებით ``თემიდა``, ნოემბერში დაიბეჭდა, დანარჩენ ორს კი მკითხველი უახლოეს მომავალში იხილავს. ``თემიდა`` სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და სომხურად იბეჭდება და იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება.  

უსაფუძვლო მღელვარება


ჯავახეთის თემა ინტერნეტში

ვიდეო რგოლი ''ჯავახეთის ჰიმნი'' YouTube-ზე
19 თებერვალს აიტვირთა. 

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, გასული ორი კვირის განმავლობაში,სეპარატისტული ჯავახეთისთემა ფიგურირებდა. რა არის ასეთი რეზონანსის მიზეზი; ვის რა რეაქცია ჰქონდა; რას ვერ ჩაუღრმავდნენ ჟურნალისტები და რას ამბობენ ამ თემაზე ჯავახეთის მცხოვრებლები.

ჯავახეთში სრული სიმშვიდე სუფევდა მაშინ, როცა ამ სიტყვის ირგვლივ ვნებები არამხოლოდ ინტერნეტში დუღდა, არამედ ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებზეც.

ნომრების პორტირება – წაგებულები და მოგებულები



ერთი თვეა, რაც საქართველოში მობილური კავშირის ოპერატორების აბონენტებს სხვა ოპერატორთან გადასვლა ნომრის გამოცვლის გარეშე შეუძლიათ. ვისთვის მოაქვს სარგებელი საქართველოში კავშირის განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლას და ვისთვის პირიქით; რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მობილური კავშირის ოპერატორები; რომელ ოპერატორებს ამჯობინებს ახალქალაქის მოსახლეობა და გამოიყენებენ თუ არა ახალქალაქში პორტირების სერვისს.

15 თებერვლიდან საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორი ნომრების პორტირების სისტემაზე გადავიდა. ნომრების პორტირება არის სერვისი, რომელიც მომხმარებელს ერთი ოპერატორის მომსახურებიდან მეორეზე გადასვლისას საკუთარი ნომრის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ნომრების პორტირება სრულიად უფასოდ ხორციელდება.

“ძვირი” გაზაფხული


ხვნა-თესვა იწყება

რაც უფრო ახლოვდებაა
საგაზაფხულო სამუშაოები,
მით უფრო აშფოთებთ გლეხებს
საწვავის გაძვირება.  
სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. გასული წლების მსგავსად, გლეხებს პრობლემები წელსაც აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ საწვავზე, სათესლე მასალებსა და შხამ-ქიმიკატებზე მომატებული ფასები დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობს კიდევ უფრო გაზრდის

გლეხების მთავარი პრობლემა, რის გამოც მიწებს ვერ ამუშავებენ, საწვავის გაძვირებაა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საწვავზე ფასი ნელ-ნელა მატულობს. როგორც გლეხები ამბობენ, საწვავი ამ ეტაპზე 2,20 ლარი ღირს და ვარაუდობენ, რომ ფასები კიდევ მოიმატებს.

“თევზის ჩუქებას, ჯობია ადამიანს თევზის ჭერა ასწავლო”


31 მილიონიერთჯერადი დახმარებისთვის
მოსახლეობა ამბობს, რომ 30 ლარით
მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფ
პროდუქტებს შეიძენენ.
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგება დაიწყო. ვაუჩერი საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს გადაეცემა და ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის მიხედვით დარიგდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ვაუჩერის დარიგება 16 მარტს დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. მისი განაღდება 1 ივლისამდე, “ლიბერთი ბანკისფილიალებში იქნება შესაძლებელი. ვაუჩერის დარიგებას მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და სოფლის რწმუნებულები უზრუნველყოფენ. ელექტროენერგიის ვაუჩერის მსგავსად, მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში სასურსათო ვაუჩერი სხვას გადასცეს.

ნაკლები დაფინანსება და მეტი თავისუფლება


 უმაღლეს სასწავლებლებს სრული 
აკადემიური თავისუფლება ენიჭებათ.

უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლები სახელმწიფო კონტროლისგან თავისუფლდებიან. კანონპროექტი, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, უნივერსიტეტებისთვის ბევრ სიკეთესთან ერთად, სავარაუდოდ, პრობლემებსაც მოიტანს.  

უმაღლეს სასწავლებლებს სრული აკადემიური თავისუფლება მიენიჭებათ, მათზე აღარ გავრცელდება კანონი სახელმწიფო შეზღუდვების შესახებ, რის შემდეგაც გაჩნდება დამოუკიდებელი შემოსავალი და ის უნივერსიტეტის განვითრებას მოხმარდება.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის განცხადებით, უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, ამდენად მათზე კანონი ისე ვრცელდება, როგორც ყველა სხვა საჯარო დაწესებულებაზე. კანონპროექტის თანახმად კი, უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლები არამომგებიანი იურიული პირები გახდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები გათავისუფლდებიან სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისაგან: “2010 წლის 1 დეკემბრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლები, ვალდებული იყვნენ სახელმწიფო შესყიდვების ელექტორონული ტენდერები ეწარმოებინათ. ამ ერთმა, პატარა, პრეცენდენტმა, უნივერსიტეტებში სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა”.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია სრულდება


აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებამდე ოთხი დღე რჩება. უმრავლესობა სკოლებში, ნაწილი კი ინტერნეტის საშუალებით, ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში რეგისტრირდება.





აბიტურიენტთა რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჯერ მხოლოდ 14 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

სუბტიტრები – დახმარება თუ “ძალადობა”


ერთი წელია, ტელევიზიები ფილმებს პირველადი წარმოების ენაზე, ქართული სუბტიტრებით უჩვენებენ. რა დანიშნულება აქვს სუბტიტრებიან ფილმებ, რას ფიქრობს მოსახლეობა და რას ამბობენ ფსიქოლოგები - როგორ მოქმედებს ტიტრები მაყურებელზე.

გასული წლის აპრილში საქართველოს ეროვნული კინემატორგაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებდამაუწყებლობის შესახებკანონებში ცვლილებები შევიდა. “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებსაქართველოს კანონს დაემატა 5(1) მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოური წარმოების ფილმების დემონსტრირება პირველადი წარმოების ენაზე უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ უსათუოდ უნდა იყოს დუბლირებული სახელმწიფო ენაზე ან ახლდეს სუბტიტრები. გამონაკლისს წარმოადგენს ტელესერიალები და სკოლამდელი ბავშვებისთვის განკუთვნილი ანიმაციური და სხვა სახის პროდუქცია. კანონპროექტის ავტორი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროა, ხოლო კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი.