GFSIS-ის პირველი პროექტის დახურვა


სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის პროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის 22 ივლისს მსმენელთა ნამუშევრების პრეზენტაციით დასრულდა.

სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვის ხელშეწყობის პროგრამაფინეთის მთავრობამ დააფინანსა.

ორწლიანი პროგრამა 2009 წლის თებერვალში დაიწყო. მისი მიზანი  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გამყარებისა და განვითარების გზით საქართველოში ერთაშორისი ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა იყო.

პროგრამა მოიცავდა ლექციების კურსს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. ასევე, სასწავლო კურსს სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის სფეროში, ანალიტიკური დოკუმენტების გარჩევისა და განხილვის თემაზე სახელმწიფო პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების შესახებ ისეთ რეგიონებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სამინისტროებისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები. პროექტის ათმა აქტიურმა მსმენელმა საკუთარი ანალიტიკური დოკუმენტი წარმოადგინა. მათში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: “ტურიზმის განვითარება ჯავახეთში”, “მაჰმადიანი მესხების რეპატიაციასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენების შემცირება”, “ფარავნის ტბის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის ძირითადი მიმართულებები და გზებიდა ასე შემდეგ.

პროექტი GFSIS-ის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის მიერ ყველა მსმენელისთვის სერთიფიკატის გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი