ქალაქის მთავარ პრობლემად კვლავ სასმელი წყალი სახელდება
საკრებულოს ახალარჩეულ თავმჯდომარეს მალხაზ გიქოშვილს “სამხრეთის კარიბჭე” მუნიციპალიტეტის მომავალსა და თვითმმართველობის ორგანოს მუშაობის შესახებ ესაუბრა.
- ელოდით თუ არა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდით?
ამის იმედი რომ
არ მქონოდა, საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭს არც ვიყრიდი.
ფაქტობრივად, 1990-93 წლებიდან აქტიურად ვარ ჩართული ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ისეთ სამსახურებში მომიწია მუშაობა, პასიურობა არ გამომადგებოდა. ქალაქის გამგეობაშიც ვმუშაობდი, გამგებელიც ვიყავი, მოადგილეც, სოფლის მეურნეობის სამმართველოს და ქონების მართვის სამმართველოს უფროსიც, საბაჟო დარგიც მოვიცავი, სატყეო სამმართველოშიც ვიმუშავე. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცნობ არამხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტს, არამედ მთელს რეგიონს. ეს გამოცდილება გამომადგება შემდგომ მუშაობაში.

- რა საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. თუმცა, ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ დეპუტატების 70 პროცენტი შეიცვალა.
თავისთავად ცხადია, რომ
ჩამოყალიბდება მოქმედი კომისიები და კომისიის თავჯდომარეები ახალი საკრებულოს დეპუტატებიდან დაინიშნებიან. მაგრამ აპარატში ძირითად საკადრო ცვლილებას არ ვფიქრობ, თუნდაც იმიტომ, რომ
ამ ხალხს გამოცდილება აქვს, უმუშავიათ და დღემდე კარგად მუშაობენ. იმ პრინციპით, რომ ვიღაცა ვიღაცის მოყვანილია, მე არ ვხელმძღვანელობ. უბრალოდ, ჩვენ ასეთი სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს: ვინც აგვყვება ტემპში, არ დაეზარება და კარგად იმუშავებს, შესაბამისად გააგრძელებს ჩვენთან მუშაობას.
- როგორი იქნება ახალი საკრებულოს პირველი ნაბიჯები?
ჯერ-ჯერობით კომისიის დებულებებზე ვმუშაობთ, მომდევნო კვირაში გვექნება საკრებულოს სხდომა, რომლზეც დავამტკიცებთ დებულებას, კომისიას ჩამოვაყალიბებთ და შევუდგებით მუშაობას.
- წინასაარჩევნოდ ალბათ გაეცანით მოსახლეობის პრობლემებს, როგორ აპირებთ მათ მოგვარებას და რამდენად მოგცემთ ამის საშუალებას ადგილობრივი ბიუჯეტი?
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად და დაუზარელად ვიდგები ხალხის გვერდით. ვეცდები მათი პრობლემების მოგვარებას. ძირითადი პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, უმუშევრობაა.
მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მუშაობას შევუდექით და ბევრი მოქალაქე მოვიდა, რომელთა ძირითად პრობლემასაც უმუშევრობა წარმოადგენს. ამიტომ, რაც მეტი საქმე გამოჩნდება, მით მეტი ადამიანი დასაქმდება.
მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მუშაობას შევუდექით და ბევრი მოქალაქე მოვიდა, რომელთა ძირითად პრობლემასაც უმუშევრობა წარმოადგენს. ამიტომ, რაც მეტი საქმე გამოჩნდება, მით მეტი ადამიანი დასაქმდება.
ბიუჯეტში ხელფასს ვერ
გაწერ, ბიუჯეტის საშუალებით უნდა ეცადო, რომ
მოსახლეობას კეთილდღეობისთვის შეუქმნა ინფრასტრუქტურა, მოედნები, პარკები და ასე
შემდეგ.
გასულ კვირას ჩვენთან ინგლისელები იყვნენ ჩამოსული, გავაფორმეთ მეგობრობის ხელშეკრულება, ახალციხესა და ნიუკასლს შორის. დავსახეთ სამომავლო გეგმები. ვგეგმავთ სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამებს. ეს იყო
პირველი ნაბიჯი, ერთ
კვირაში მეტის გაკეთება არც
შეგვეძლო.
- რა მიგაჩნიათ მთავარ პრიორიტეტად ქალაქისთვის?
პირველ რიგში, ახალციხეში, სასმელი წყლის საკითხი უნდა მოგვარდეს, სათავე ნაგებობასთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა დაწყებულია და ფაქტობრივად, მალე დასრულდება. მაგრამ, მთავარი მაინც დასაქმებაა.
- როგორ შეაფასებთ მუნიციპალური საკრებულოსა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებას?
მიმდინარეობს თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია, უფრო მეტი უფლებები გადმოეცა მუნიციპალიტეტს, ვიდრე ჰქონდა. მუშაობის პერიოდში გამოჩნდება რა წინააღმდეგობები შეგვხვდება, ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. დელეგირება უკვე გაკეთებულია მუნიციპალიტეტზე და არავითარი პრობლემა და გართულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან არ იქნება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი