რატომ ირღვევა ოჯახები?


ბოლო წლების განმავლობაში ქორწინებათა რიცხვმა იმატა, თუმცა, ამასთან ერთად, გაიზარდა განქორწინებების სიხშირეც.

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებულ წყვილთა ოდენობა პრაქტიკულად 50 პროცენტით გაიზარდა (გაზეთივერსია”).

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების ინსტიტუტი ყოველთვის მყარი იყო, წყვილები იშვიათად შორდებოდნენ. ახალქალაქის რეგისტრაციის განყოფილების ინფორმაციით, 2008 წელს 253 ქორწინება დარეგისტრირდა, 2009 წელს - 465, 2010 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით კი ქორწინებათა რაოდენობა უკვე 242-ია.

ქორწინებების რიცხვთან შედარებით, განქორწინებათა რაოდენობა ნაკლებია. 2008 წელს მხოლოდ სამი განქორწინება დარეგისტრირდა. 2009 წელს ამ მაჩვენებელმა ათს მიაღწია, 2010 წელს კი უკვე ხუთი ოჯახი დაინგრა. რეალურად, გაშორებულ წყვილთა რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, საკუთრებაზე პრეტენზიების არქონის გამო, განქორწინებას არ არეგისტრირებს, ნაწილი კი მეუღლეს ვერ პოულობს, რათა მასთან ოფიციალურად განქორწინდეს.

ბევრი წყვილი სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით იყრება. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2008 წელს სასამართლოში განქორწინების სარჩელი რვა პირმა შეიტანა, 2009 წელს ეს რიცხვი უცვლელი იყო, 2010 წელს კი სასამართლოს მეშვეობით უკვე შვიდი წყვილი განქორწინდა. 

მიზეზები სხვადასხვაა... რესპონდენტები საკუთარი ისტორიის მოყოლას მხოლოდ ანონიმურობის შენარჩუნების პირობით დათანხმდნენ.

მე და ჩემი მეუღლე ნორმალურად ვცხოვრობდით. როდესაც ვაჟი შეგვეძინა, იგი რუსეთში წავიდა სამუშაოდ და აღარ დაბრუნებულა. უფრო მეტიც, 10 წელიწადია მისგან არაფერი მსმენია, თუმცა, ვიცი, რომ სხვა ოჯახი ჰყავს. შვილს მარტო ვზრდი. მისთვის პასპორტის გაკეთება მინდა, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ, რადგან მამის ოფიციალური თანხმობაა საჭირო. ადვოკატს მივმართე და მირჩია, რომ ქმარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ვაღიარო”, - გვიამბო ქალბატონმა, რომელიც თავს უკვე განქორწინებულად მიიჩნევს, თუმცა, ქმართან ოფიციალურად გაყრილი არ არის.

ოჯახური ცხოვრება საშინელებად იქცა. ჩვენ სამი შვილი გვყავს. ქმარი მცემდა და მამცირებდა. მას სხვა ქალი ჰყავდა, რომელიც მოითხოვდა, რომ ჩემთან განქორწინებულიყო. შვილების გულისთვის კიდევ მოვითმენდი, მაგრამ ერთ დღეს სახლში ამ ქალთან ერთად მოვიდა და სახლიდან გამომაგდო. შემდეგ შვილებიც წამოვიყვანე, თუმცა, პრაქტიკულად ქუჩაში დავრჩი”, - ამბობს მეორე რესპონდენტი.

ახალდაქორწინებულებს ყველაფერი რიგზე გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე მშობლებისგან განცალკევებით ვცხოვრობდით და ყველაფერი მშვენივრად იყო. ბავშვის დაბადების შემდეგ კი მშობლებთან გადავედით და პრობლემებიც აქ დაიწყო. დედამთილს ვძულდი და ყველაფერი გააკეთა, რათა ქმარს დავეშორებინე. მცემეს და ბავშვთან ერთად სახლიდან გამომაგდეს, მეუღლე კი არ გამომექომაგა”, - გვიამბო კიდევ ერთმა ქალბატონმა.

განქორწინების საკითხებზე მომუშავე ადვოკატი და კონსულტანტი ედუარდ ბერიკიანი ამბობს, რომ განქორწინება კანონით გათვალისწინებული უკანასკნელი გამოსავალია. როდესაც სასამართლო ხედავს, რომ შერიგების მცირე შანსი მაინც არსებობს, წყვილებს მოსაფიქრებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად ექვს თვიან ვადას აძლევს. ადვოკატის თქმით, განქორწინებათა ყველაზე ხშირი მიზეზი ცოლ-ქმრული ღალატია.

განქორწინებები ჩვენს რაიონში საკმაოდ ხშირია. ისეთი შემთხვევებიც ხდება, რომლებში ჩარევაც კი არ მოგინდება. მაგალითად, ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთად სულ რაღაც წელიწადნახევარი იცხოვრეს. მიზეზები, ძირითადად, საყოფაცხოვრებოა. არის ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევებიც. ბუნებრივია, ამ ფაქტს მალავენ, მაგრამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ყველაფერი ირკვევა. ხდება ისეც, რომ რუსეთში დიდი ხნით მიდიან, დოკუმენტების გაფორმებას ვერ ახერხებენ, იქ რჩებიან და ახალ ოჯახებს ქმნიან. შედეგად კი, ახალგაზრდა, 30-35 წლის ქალები, არასრულწლოვანი ბავშვებით ხელში, ქმრების გარეშე რჩებიან”, - ამბობს ედუარდ ბერიკიანი.

ადვოკატი თავისი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში განქორწინების მეტად მძიმე და კურიოზულ პროცესებსაც დასწრებია: ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ 60 წლის მამაკაცი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახში და შვილებიც ჰყავდა, ამ დროს კი ოფიციალურ ქორწინებაში პირველ მეუღლესთან იყო. მას მეორე ქორწინების რეგისტრაცია პირველი ქორწინების დარღვევის გარეშე სურდა, რაც მეტად კურიოზული შემთხვევაა, რადგან საქართველოში მრავალცოლიანობის შესახებ კანონი არ არსებობს”.

განქორწინებების შედეგად კი, ყველაზე მეტად, ბავშვები ზარალდებიან.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

1 comment:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი