ფესტივალი “ჯავახეთის გაზაფხული”


 16-21 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ხალხური და აშუღური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი გაიმართა.

წლევანდელ ფესტივალზე, გასულ წელთან შედარებით, 11 მონაწილით მეტი იყო. ფესტივალი ორ ტურად ჩატარდა, პირველ ტურში ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებისა და ქალაქ ახალქალაქის ცეკვისა და სიმღერის 84 გუნდი მონაწილეობდა. იგი 6-7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დასკვნით ტურში 32 გუნდი გავიდა.
შედეგები ასეთია: პირველი ადგილი სოფელ ხანდოს გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე დილისკას გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი ალასტანისა და ბავრას გუნდებმა გაინაწილეს. გრან-პრი სოფელ ხულგუმოს გუნდს ერგო.

სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი ვაროს ვაროსიანმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ახალქალაქის ქართული სკოლის გუნდი გავიდა.

ფესტივალის პატარა მონაწილე 5 წლის იყო, უფროსი კი 64-.  
ჟიურის კულტურის სფეროს შვიდი მოღვაწისაგან შედგებოდა.

ფესტივალის ტრადიციული ორგანიზატორის ალიკ ქსპოიანის თქმით, წლევანდელი ფესტივალი შარშანდელზე უკეთესი იყო: ფესტივალის მთავარი მიზანია, მასში მთელმა ჯავახეთმა მიიღოს მონაწილეობა და ხალხურ და აშუღურ სიმღერებსა და ცეკვებს მთელი ხალხი ასრულებდეს. წელს მონაწილეთა გამოსვლები გაცილებით ხარისხიანი იყო. რაოდენობა თანდათანობით ხარისხში გადაიზარდა”.

მისივე თქმით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველი წლის ივნის-ივლისში გაიმართება.

ფესტივალის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნაირი ირიციანის ინიციატივით, მონაწილეებმა სცენაზე სიმღერაპარკ ჯეზ ჯავახეთისმოტივებზე წრეში ცეკვა (შურჩ პარ) შეასრულეს.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი 

1 comment:

  1. With havin so much content do you еver run into anу issues of plagοrіsm or copyright infringement?
    Mу site has a lot of exclusiѵе content ӏ've either authored myself or outsourced but it appears a lot of it is popping it up all over the web without my authorization. Do you know any techniques to help protect against content from being ripped off? I'ԁ definitely appreciate it.
    Also visit my weblog V2 Cig Coupons

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი