არამ ელბაქიანი სოფელ ჭაჭარაქის მკვიდრია და კერძო საკუთრებაში ხუთი ჰექტარი მიწა აქვს. 16 ივლისს სერვისცენტრის გახსნას იგი თანასოფლელებთან ერთად დაესწრო.
,,კარგი პროექტია, კარგად რომ გაგრძელდეს. გლეხს ისედაც უჭირს მიწის
დამუშავება და ეს ტექნიკა თუ დაგვეხმარება კარგის მეტი რა მეთქმის”, - ამბობს იგი.
სოფლის მოსახლეობა დიდი ყურადღებით ათვალიერებდა
სერვისცენტრის ეზოში მდგარ ტექნიკას.
ჭაჭარაქის სერვისცენტრი პირველი მექანიზაციის
ცენტრია, რომელიც დაფინანსდა აშშ –ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ,,მექანიზაციის
პროექტის” ფარგლებში.
,,მექანიზაციის სერვისცენტრი დიდი დახმარებას გაუწევს ადგილობრივ
მოსახლეობას. ქვეყნის მაშტაბით 30 -მდე აგროტექნიკური სერვისცენტრი შეიქმნება”, - განაცხადა აშშ –ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის
დახმარების კოორდინატორმა დანილე როზენბლუმმა.
მექანიზაციის სერვისცენტრის მფლობელი შპს
,,ლაბაა”. კომპანიამ 199 ათასი დოლარის ოდენობით გრანტი მიიღო და ამავე ოდენობის თანადაფინასებით
შეძლო ახალი სერვისცენტრის აშენება და აღჭურვა.
ახალი სერვისცენტრი ადგილობრივ მცირე ფერმერებს
შესთავაზებს ფასიან სამანქანო მომსახურებას: ხვნას, თესვას, კულტივაციას, სასუქისა
და პესტიციდების შეტანას და მოსავლის აღებას.
ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრი აღჭურვილია:
ერთი თანამედროვე კომბაინით, სამი ახალი ტრაქტორით, 12 სხვადასხვა სახის
მისაბმელითა და სასოფლო სამეურნეო დანადგარით.
როგორც მექანიზაციის ცერვისცენტრის ოფიციალურ
გახსნაზე განაცხადეს, სერვისცენრტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 800 მცირე ფერმერს მოემსახურება.
,,მექანიზაციის პროექტის” ბიუჯეტი 5,1 მლნ.
დოლარია. ეს აშშ –ის მთავრობის იმ ერთ მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო.
,,მექანიზაციის პროექტის” მოსალოდნელ შედეგები ქვეყნის მასტაბით
ასეთია: მომსახურება გაეწევა 14 ათას მცირე ფერმერს, შეიქმნება 250- ზე მეტი ახალი
სამუშაო ადგილი, ახალი მომსახურების მიწოდების შედეგად სერვიცენტრები 4 მლნ. დოლარის
ოდენობით შემოსავალს მიიღებენ, დამატებით დამუსავდება 15 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი,
მცირე ფერმერული მეურნეობები დამატებით 5-10 მლნ. დოლარის შემოსავალს მიიღებენ.
როგორც სოფელ ჭაჭარაქის მექანიზაციის ცენტრის
აგრონომმა ადგილობრივმა ხაჩიკ ამბარიანმა გვითხრა ცენტრში ყარაულის, დამლაგებლის, აგრონომის
თანამდებობებზე სოფელ ჭაჭარაქის მოსახლეობაა დასაქმებული.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი