კინოფესტივალის გახსნას მსოფლიო კინოს ცნობილი წარმომადგენლები და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეები ესწრებოდნენ. ოფიციალური გახსნის დაწყებამდე სტუმრები სურბ ზორავორის ეკლესიაში ფესტივალის ტრადიციულ კურთხევას დაესწრნენ.
ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი მსახიობი კლაუდია კარდინალე, ანრი ვერნოს ვაჟიშვილი – პატრიკ მალაქიანი, ცნობილი ფრანგი კინოპროდიუსერი ალან ტერზლიანი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი.
ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი მსახიობი კლაუდია კარდინალე, ანრი ვერნოს ვაჟიშვილი – პატრიკ მალაქიანი, ცნობილი ფრანგი კინოპროდიუსერი ალან ტერზლიანი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი.
ფესტივალი ანრი ვერნოს ფილმის “დედას” ჩვენებით დაიწყო, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს კლაუდია კარდინალე ასრულებს.
მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალმა “ოქროს გარგარი” სტანდარტები შეინარჩუნა. სამ პროგრამაში – საერთაშორისო მხატვრული, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმები და სომხური პეიზაჟები – ერთმანეთს საუკეთესო ნამუშევრები შეეჯიბრება. საერთაშორისო მხატვრული ფილმების პროგრამაში წელს 13 ფილმი მონაწილეობს, დოკუმენტურში – 14, ხოლო სომხური პეიზაჟების პროგრამაში 17 ფილმია.
პროგრამებს ჟიურის სხვადასხვა შემადგენლობა განსჯის. საერთაშორისო მხატვრული ფილმების პროგრამის ჟიურის ისლანდიელი კინორეჟისორი და პროდიუსერი ფრიდრიხ ტოპ ფრიდრიქსონი უხელმძღვანელებს, დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი ლუჩიანო ბარიზონე იქნება, ხოლო სომხური პეიზაჟების ჟიურის ხელმძღვანელობა რუს არმენ მადვედევს დაეკისრა.
მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილ 500 კინოსურათს შორის, ჩვენებისთვის დაახლოებით 120 ფილმი შეირჩა.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი